LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი Kia Sportage–ს დებიუტი ერთი წლით გადაიდო

63
kiasportage news

სამხრეთ კორეულმა პრესამ ახალი Kia Sportage–ის დებიუტის გადატანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ინსაიდერები ცვლილების მიზეზად კროსოვერის დიზაინერულ კონცეფციას ასახელებენ. საქმე ისაა, რომ Kia–ს სტილისტებს Hyundai Motor Group–ის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდათ და შეფ–დიზაინერი საერთოდ სამსახურიდან წავიდა.

კონცერნის 2020 წლის რამდენიმე მოდელის დებიუტი უკვე შედგა, დანარჩენები კი პაპარაცებმა გადაიღეს. ერთადერთი პროტოტიპი, რომელიც არც ერთ სატესტო ტრასაზე არ გამოჩენილა – მეხუთე თაობის Kia Sportage იყო.

იმავე პლატფორმაზე აგებული კროსოვერი Hyundai Tuscon კი კამუფლაჟს ნელ–ნელა იშორებს და ნიურბურგრინგის ტარასაზეც არაერთხელ გამოჩნდა. რაც იმას ნიშანვს, რომ ყველგანმავლების აწყობის თვალსაზრისით გლობალური პრობლემა ნამდვილად არ არსებობს და საქმე მხოლოდ ერთ მოდელს შეეხება.

ყველა ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ Sportage–ის პრემიერა დიზაინის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო გადაიდო და მისი დებიუტი 2021 წლის ბოლომდე არ შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები