LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ – იტალია რასიზმს ებრძვის (ფოტო)

96
2738032-56582650-2560-1440

სერია ა-მ რასიზმთან ბრძოლის კამპანია ჩაუშვა. ლიგამ წარადგინა სამი სურათი, რომლებზეც გამოსახულია მაიმუნები სხვადასხვა კლუბების ფერებში. ნახატი იტალიელ მხატვარ სიმონე ფუგაძოტოს ეკუთვნის.

„მაიმუნებს 5-6 წელია ვხატავ. ვიფიქრე, რომ ამის გაკეთება შემიძლია, რათა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ ვართ კიდეც მაიმუნები. მე დავხატე მაიმუნი ცისფერი თვალებით და თეთრი ფერის კანით – დასავლური; მაიმუნი ნუშის თვალებით – აზიური; და შავი მაიმუნი ცენტრში, საიდანაც ყველაფერი აიწყო.

მაიმუნმა უნდა ასწავლოს ყველას, რომ არ არსებობს სხვაობა ადამიანსა და მაიმუნს შორის, ჩვენ ერთნაირები ვართ. ჩვენ ყველა მაიმუნები ვართ“, – თქვა ფუგაძოტომ.

წლევანდელ სეზონში იტალიაში რასისტული სკანდალი ერთი მეორეს მიყოლებით მძვინვარებს: 11-ე ტურის მატჩში მარიო ბალოტელიმ ბურთი გაუქანა „ვერონას“ ფანებს. გასულ სეზონში ხმაური გამოიწვია „ინტერის“ ტოფოზობამ – რასისტულ ნიადაგზე „ნაპოლის“ მცველი კალიდუ კულიბალი შეურაცხყვეს.

ამასწინანდელი „გაძეტა დელა სპორტის“ „შავი პარასკევი“ კიდევ ცალკე თემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები