ჩინურმა კომპანია Changan–მა შექმნა ავტომობილის ფილტრი, რომელიც სალონში ჰაერს 97,7%–ით ასუფთავებს. ფილტრი ბაქტერიებსაც აკავებს, რაც კორონავირუსის პრევენეციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სიახლე ჩინეთის მთავარმა კვლევითმა ცენტრმა უკვე შეისწავლა და ვარგისიანობის სერთიფიკატიც მიანიჭა. სპეციალისტთა განმარტებით, ჰაერის ფილტრები 5 სახეობად იყოფა და თითოეულს ჰაერის გაფილტვრის სხვადასხვა ხარისხი აქვს. იმისათვის რომ ფილტრმა ცენტრისგან ხარისხის სერთიფიკატი მიიღოს, ჰაერს 95%–ით მაინც უნდა ფილტრავდეს და სალონს ბაქტერიებისგან 99,99%–ით უნდა იცავდეს.

Changan–ის ფილტრს 0,1 მიკრომეტრის ზომის ნაწილაკების შეჩერება შეუძლია, კორონავირუსის ბაქტერია კი 0,06–0,14 მიკრომეტრის დიამეტრისაა. საინტერესოა, რომ სისტემა ავტომობილს არამხოლოდ მოძრაობის დროს, არამედ მაშინაც ასუფთავებს როდესაც ის დაპარკინგებულია.

მწაროებელი გეგმავს, რომ მარტის თვიდან გამოსულ ყველა მოდელს ფილტრაციის ინოვაციური სისტემა დაუყენოს, მანამდე გაყიდულ მოდელებს კი განახლება შეეხება.

 

ტეგები: Changan

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05