LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლი: ზიდანის ნახევარმაკრატელამ რონალდოს და ბეილის მაკრატელებს აჯობა

96
zinedine-zidane-2002

ფრანგულმა გამოცემა france football-მა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლების რეიტინგი შეადგინა. საუბარია 1992 წლიდან მოყოლებულ გოლებზე.

ფრანგულმა გამოცემამ საუკეთესოდ მიიჩნია ფრანგი ზინედინ ზიდანის გოლი, რომელიც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 2002 წელს, გლაზგოში გამართულ ფინალში გაიტანა „რეალისა“ და ლევერკუზენის „ბაიერის“ შეხვედრაში და მადრიდულ გრანდს 2:1 მოაგებინა.

ბევრს ასევე „რეალელის“ გარეთ ბეილის მიერ „ლივერპულთან“ გატანილი მაკრატელა მიაჩნია საუკეთესოდ და თავად უელსელმა ვარსკვლავმაც აღნიშნა ეს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბეილი ამ რეიტინგში თავისი დაუვიწყარი გოლით მხოლოდ… მე-6 ადგილზეა.

france football-ის რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ზინედინ ზიდანი, რეალი-ბაიერი (2002)

2. მაურო ბრესანი, ფიორენტინა-ბარსელონა (1999)

3. კრიშტიანო რონალდო, რეალი-იუვენტუსი (2018)

4. დეიან სტანკოვიჩი, ინტერი-შალკე (2011)

5. ფილიპ მექსე, მილანი-ანდერლეხტი (2012)

6. გარეთ ბეილი, რეალი-ლივერპული (2018)

7. მაიკლ ესიენი, ჩელსი-ბარსელონა (2009)

8. მარიო მანჯუკიჩი, იუვენტუსი-რეალი (2017)

9. რონალდინიო, ბარსელონა-ჩელსი (2005)

10. აარონ რემზი, არსენალი-გალათასარაი (2014)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები