LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ჩემი შვილი მირჩევნია: ჩემპიონთა ლიგა არ შეიცვლება და სხვა ამბები მოკლედ

92
60436583_10157139125816558_2218769711292743680_o

„გენკი“ ბელგიის ჩემპიონი გახდა. „ანდერლეხტთან“ ფრის შემდეგ (1:1), „გენკი“ ერთი ტურით ადრე მიუწვდომელია „ბრიუგესთვის“. ეს „გენკისთვის“ მეოთხე ჩემპიონობაა ისტორიაში.

 

„რეალის“ ხელმძღვანელობა მომდევნო სეზონში მეორე მეკარედ ლუნინს ხედავს, ზიდანი – საკუთარ შვილს.

Sky Sports: „რეალმა“ 60 მლნ ევროდ ლუკა იოვიჩი იყიდა.

 

უსაფრთხოების მომიზეზებით მხითარიანი არ ჩავა ბაქოში და შესაბამისად გამოტოვებს ევროპის ლიგის ფინალს, რომელშიც მისი „არსენალი“ თანაქალაქელ „ჩელსის“ შეხვდება.

 

მაურო იკარდიმ 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა „იუვენტუსთან“ წლიური 8 მლნ ევროს ანაზღაურებით.

 

ჯეიდონ სანჩო არ აპირებს “მანჩესტერში“ გადასვლას, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა.

 

იკერ კასილიასი კარიერას დაასრულებს და „პორტოს“ სისტემაში დარჩება.

 

ჰოლანდიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში „აიაქსის“ შვიდი ფეხბურთელი მოხვდა. ასევე სამი „ეინდჰოვენიდან“ და ედეგორი „ვიტესიდან“.

ზიეში „აიაქსის“ განვლილ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

 

პროფესიული საფეხბურთო ევროპული კლუბების ასოციაციამ (EPFL) განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს ჩემპიონთა ლიგის გარდაქმნას, რომელიც ადრე ევროპული კლუბების ასოციაციამ (ЕСА) შეთავაზა.
წინადადება ასეთი იყო: ეროვნული ჩემპიონატებიდან კვალიფიკაციის ნაცვლად შემოეღოთ პირამიდის სისტემა – გავარდნით და დაწინაურებით დივიზიონებს შორის, რომლის უმაღლესი ლიგა ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები