LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალმხრივი სიყვარული – როგორ გავუმკლავდეთ მას: რჩევები სპეციალისტისგან

327
243214

გაგიჟებულხართ რომელიმე ცნობილ ადამიანზე, რომელსაც თქვენი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონია? ვერ დაგივიწყებიათ ყოფილი განშორების შემდეგ? ანდაც შეგყვარებიათ უახლოესი მეგობარი და თქვენი გრძნობები საიდუმლოდ შეგინახავთ?

ეს გამოცდილებები ცალმხრივ, უპასუხო სიყვარულს აღწერს. როდესაც გრძნობები ნამდვილია, სერიოზული სტრესისა და გართულებების გამოწვევა შეუძლია.

უპასუხო სიყვარული შესაძლოა სხვადასხვანაირად იყოს გამოხატული:

• ვიღაც მიუწვდომლის სურვილი
• ისეთი ადამიანის სიყვარული, ვისაც საპასუხო გრძნობები არ აქვს
• ორმხრივი გრძნობა იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც სხვა ურთიერთობები აქვთ
• ყოფილის სიყვარული განშორების შემდეგ

არსებობს რამე გზა ამ გრძნობასთან გასამკლავებლად?

როგორც 2011 წელს ჩატარებული კვლევით დგინდება, უარყოფილ სიყვარულს ტვინი ისევე აღიქვამს, როგორც ფიზიკურ ტკივილს. ამ ტკივილთან გამკლავებაში კი რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.

ისაუბრე ამაზე..
მეორე ადამიანისთვის გრძნობების გაზიარება მარტივი არ არის, თუმცა სიტუაციის შესამსუბუქებლად ეს საუკეთესო გზაა. ვერასდროს გაიგებთ, თუ რას გრძნობს ის, თუკი მას ამაზე არ ესაუბრებით.

.. მაგრამ არ დააძალო თავს
თუკი მეგობარს გრძნობები გაუმხილეთ, მას კი მხოლოდ მეგობრობის შემოთავაზება შეუძლია, არ დააძალოთ თავს არაფერი. შესაძლოა მისგან დისტანცირება ახლა საუკეთესო წამალი იყოს.

მიიღე შენი გრძნობები…
ემოციებისა და გრძნობების აღიარება ცხოვრების გაგრძელებაში დაგეხმარებათ.

იპოვე აზრი ამ გამოცდილებაში.
ხშირად მნიშვნელოვანი არა ის არის, თუ რაც ხდება ჩვენს თავს, არამედ ის თუ როგორი რეაქცია გვაქვს ამ ყველაფერზე. შესაძლოა სიყვარული უპასუხოდ დაგრჩეთ, თუმცა იფიქრეთ იმაზე, თუ რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ, როგორ გაგზარდათ პიროვნულად და ემოციურად.

და რა გსურს სინამდვილეში?
თქვენი გრძნობები ბევრ რამეს ამბობს თქვენს პიროვნებაზე, თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებზე, ამიტომ იფიქრეთ ამაზე და დრო საკუთარი თავის შეცნობას მოახმარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები