Chevrolet Malibu–ს მფლობელმა თავისი ავტომობილის სალონში უზარმაზარი სკა იპოვა. მამაკაცს მისი ლიკვიდაციისთვის პროფესიონალთა გამოძახება დასჭირდა.

ავტომობილის მეპატრონე თავიდან ფიქრობდა, რომ მასთან ფუტკრები დასახლდნენ და მათთვის ხელის შეშლა არ სურდა. თუმცა, შემდეგ აღმოაჩინა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები აგრესიული ბზიკები იყვნენ და ისინი მთელ ოჯახს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ.

სწორედ ამიტომ, მან სპეციალისტები გამოიძახა და ავტომობილის ბზიკებისგან გაწმენდის პროცესიც დეტალურად გადაიღო.

საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და არც ერთი ბზიკი არ დაზარალებულა.

 

ტეგები: Chevrolet Malibu