LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოთლზე ჩამოწერილი მინიშნება: „ყალბი“ რონალდინიო მაგარ შარშია – ამბები მოკლედ

114
2789306-57570130-2560-1440

კრიშტიანო რონალდოს აგენტის და იურისტის ჟორჟე მენდეშის და კარლოს ოსორიოს ბინებში ჩხრეკა ჩატარდა. პორტუგალიაში ფართომასშტაბიანი გამოძიებაა ტრანსფერებისას გადასახადების გადაუხდელობის საქმეზე.

„ნორვიჩის“ მეკარე ტიმ კრულმა „ტოტენჰემის“ პენალტისტების შესახებ „შპარგალკა“ ბოთლზე დაწერა. მან ორი დარტყმა მოიგერია.

სერხიო აგუეროს 20 გოლი აქვს ინგლისის თასის 22 მატჩში. მას ამ ტურნირზე ყოველ 81 წუთში გააქვს.

მოურინიომ ბოლო 9 მატჩისშემდგომი პენალტების სერიიდან 8-ჯერ წააგო.

„სიტის“ მფლობელები ფრანგულ „ნანსის“ შეიძენენ.

ჰარი კეინი განიხილავს ზაფხულში „მანჩესტერში“ გადასვლას. მას „ტოტენჰემში“ დარჩენა აღარ სურს გუნდის გარდაქმნის გამო.

სერია ა-ს ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

იტალიის თასი კორონავირუსის გამო შესაძლოა ოთხთა ფინალის ფორმატით ჩაატარონ.

„ინტერმა“ 100 ათასი ევრო გადარიცხა კორონავირუსის კვლევისთვის.

„ინტერი“ მზადაა „ბარსასთან“ ლაუტარო მარტინესზე ილაპარაკოს, თუ კატალონიელები გარიგებაში ჩართავენ ტოდიბოს, არტურს და ალენიას.

The Independent: ზაფხულში „რეალმა“ შესაძლოა ზიდანი გააგდოს და პოჩეტინო დანიშნოს.

„სოსიედადი“ 32 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ესპანეთის თასის ფინალში.

„ბარსელონა“ ტერ შტეგენს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შეთავაზებს.

Catalunya Radio: „ბარსელონას“ გასახდელმა კიკე სეტიენის ნდობა დაკარგა.

პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა.

მბაპემ საფრანგეთის თასზე პირველად შეასრულა ჰეთ-თრიქი. აქამდე მას სამი გოლი გაუტანია ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემპიონატში და ლიგის თასზე.

მბაპე ერთადერთია, რომელსაც პსჟ ზაფხულში არ გაუშვებს. ის ნეიმარზე მეტს იშოვის, თუ კონტრაქტს გააგრძელებს.

ბრაიტვაიტმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა: „შმეიხელი, პუიოლი, ზიდანი, რონალდო“.

ბრაზილიელი რონალდიონიო ძმასთან ერთად პარაგვაიში დააკავეს დოკუმენტების გაყალბების გამო. ლეგენდარული ფეხბურთელი საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჩავიდა. პოლიციელები მის ნომერში მივიდნენ და გაყალბებული პასპორტები აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები