LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ტესტი მსოფლიომდე: მადლობა და აბა აწი თქვენ იცით

223
69594234-2413539395409812-3132873210127712256-n

9:36 – სტუმრად შოტლანდიასთან.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტესტ მატჩი ითამაშა და ახლა მთელი ყურადღება, ძალა, ენერგია, ემოცია და კონცენტრაცია მსოფლიო თასისკენ იქნება მიმართული. პრინციპში ეს აქამდეც ასე იყო, როდესაც ტესტებით ჩვენი მზადყოფნის დონეს ვამოწმებდით. მშვენიერი საზომი გამოდგა შოტლანდია, რომელიც იმ ბობოლებშია, ჩვენთან თამაშს რომ არ კადრულობს და ზემოდან დაგვცქერიან, ჩვენ დონემდე არ ხართო. შოტლანდია და ექვსი ერის სხვა წარმომადგენლები რომ ჩვენზე ძლიერები არიან, ეს ცხადია, მაგრამ სწორედ ხშირი სპარინგია ის ერთადერთი საშუალება, რაც რაგბის ოჯახს შეავსებს და კარჩაკეტილობას ბოლოს მოუღებს. თუმცა ეს სამომავლო თავსატეხია, ახლა კი საიაპონიო საკითხებია მთავარი.

 

10:44 – საქართველოს შოტლანდიის გამოცდაზე გაუჭირდა, ექვსი ერი სხვა დონეა

 

შოტლანდიასთან წავაგეთ, სამწუხაროდ, საბოლოოდ სხვაობა დიდი მივიღეთ, არადა თავისუფლად შეიძლებოდა რაგბის პარამეტრებით მინიმალური წაგება დაგვეფიქსირებინა. ტაიმი 9:10 დავთმეთ და მეორე ტაიმიც მიძალებით დავიწყეთ, მერე დიდად არც მეტოქეს მივეცით ბევრის გაბედვის საშუალება, მაგრამ აი ბოლო 12 წუთში რა დაგვემართა… სამი ლელო მივიღეთ!

ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ჩვენს ბორჯღალოსნებს, პირველ რიგში თავდადებული თამაშისთვის. შოტლანდიასაც და მის ქომაგებსაც ვაჩვენეთ, რომ არც ჩვენ ვართ ვიღაცეები და რომ ჩვენთან თამაში შეიძლება.

თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ბორჯღალოსნები „მარიფილდზე“ თავიდანვე მობილიზებული გავიდნენ და მეტოქეს დიდი უპირატესობის დებიუტშივე მოპოვების საშუალება არ მისცეს. შეცდომები ამჯერადაც იყო, თუმცა არა ისეთი, როგორიც „დინამო არენაზე“. გუნდს ორჯერ ჰქონდა ლელოს გატანის რეალური შანსი.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბურთის ფლობა მეტოქის სასარგებლოდ იყო 54%-46%-ზე, ხოლო ტერიტორიას ქართველები ფლობდნენ – 53%-47%-ზე; მასპინძლებმა ბურთით ხელში 418 მეტრი მოიგეს, ჩვენ – 384; შოტლანდიამ ხაზი სუფთად 10-ჯერ გაჭრა, საქართველომ 7-ჯერ და გაფუჭებული ბოჭვების თანაფარდობა თითქმის იდენტურია – 29/28-ზე.

6 სექტემბერი. ედინბურგი. მარიფილდი.

შოტლანდია – საქართველო 36:9

ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა
16. ვანო კარკაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე 21. გელა აფრასიძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი კვესელაძე.

ყველა 9 ქულა პირველ ტაიმში ჯარიმებით ავიღეთ

 

წინ მსოფლიო თასია, რომელიც 20 სექტემბერს იწყება, ხოლო საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში, 23 სექტემბერს უელსს შერკინება.
საქართველოს ნაკრები შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში გაემგზავრება, მანამდე კი ლონდონის აეროპორტში მამუკა გორგოძეს აიყვანს და ამით გუნდი დიდ შევსებას მიიღებს.

საქართველო ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს მსოფლიო თასზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები