LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Boeing და „პორშე“ ელექტროქარს ფრენას დააწყებინებენ

76
190123140308-02-boeing-vtol-exlarge-169

ამერიკულმა კორპორაციამ და გერმანულმა ავტოკონცერნმა საინტერესო თანამშრომლობა დაიწყეს. ორი გიგანტი გეგმავს, რომ მფრინავი ელექტრომობილი შექმნას და პროექტისთვის სპეციალური ჯგუფი უკვე შეიქმნა. მწარმოებლები ტექნიკურ დეტალებს ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებენ და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მათი ჩანაფიქრის განხორციელებას მილიარდობით დოლარი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ Boeing-ს ამ სფეროში მოღვაწების გამოცდილება უკვე აქვს და მან მცირე ზომის მფრინავი ტაქსი შექმნა, თუმცა პროტოტიპის გამოცდა ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის.

რაც შეეხება „პორშეს“, ბოლო პერიოდში ის მხოლოდ ელექტროქარებზე მუშაობს. ბრენდმა მომავალი 10 წლის გეგმაც დასახა და 22 მილიონი ელექტრომობილის გამოშვება დააანონსა.

ხოლო, თუ როგორი იქნება ამ ორი კონცერნის მუშაობის საბოლოო შედეგი – უახლოს მომავალში გავიგებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები