LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთები შეინახეთ, გამოგადგებათ: საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთი ძალაში რჩება

86
KJR-99641

საქართველო-ბელარუსის 26 მარტის მატჩი გადაიდო. უეფამ ოფიციალურად მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც აშკარა ჩანდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმარა ამ ფაქტს და ბილეთების მქონე გულშემატკივრებს მიმართა, რომ ნაყიდი ბილეთები ძალაში იქნება.

ბილეთების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს. ბილეთების უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ TKT.GE-ს თანხის ასანაზღაურებლად – წერია ფედერაციის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მატჩის გადადების შესახებ გადაწყვეტილება უეფამ დღეს გამართულ ვიდეო კონფერენციაზე მიიღო, რომელშიც უეფას წევრი 55-ვე ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო-ბელარუსის მატჩი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.
უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას, პლეი ოფის თარიღებთან დაკავშირებით და ევროტურნირების როგორც მიმდინარე, ისე მომავალ სეზონთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოაცხადებს. შ

გადაწყდა: საქართველო-ბელარუსი გადაიდო – სავარაუდოდ ივნისში ვითამაშებთ

დავით მუჯირი: სფფ-ის გენერალური მდივანი:

ამ ეტპაზე ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორ და როდის განახლდება ევრონული ჩემპიონატები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად ბევრ სხვა ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი შეჩერებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გაურკვეველია თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე. ყველაფრის გათვალისწინებით უეფამ დღეს წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად აღმასკომს გადაეცემა. დიდი ალბათობით აღნიშნული პროექტი დამტკიცდება, რადგან არც ერთ ასოციაციას საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს.
არსებობს ჩემპიონატების განახლების რამდენიმე ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშება აქვს დასასრულებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი მდგომარეობით ჩემპიონატების განახლების კონკრეტული თარიღი უცნობია, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როდესაც ევროპაში შიდა ჩემპიონატები განახლდება. განახლების თარიღზეა დამოკიდებული ევრო ტურნირების ფორმატიც.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტრესო მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ ივნისის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე უნდა განახლდეს ის ჩემპიონატები, სადაც ჩვენი ლეგიონერები ასპარეზობენ და ქვეყნებს შორის გადაადგილება უნდა გახდეს უსაფრთხო. ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები