LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთები 30 ევროდან და სამ ეტაპად: როგორ მოვხვდეთ ევრო 2020-ზე

194
csm_198670-em-tickets_480bed9db6

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი შესაძლოა ქართველი გულშემატკივრისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგეს. ერთა ლიგიდან ევროფორუმზე მოხვედრის შანსი საქართველოს ნაკრებსაც აქვს. თუ ეს საოცრება მოხდა, ქართველები ერთი-ორად დაირაზმებიან ევროპის ჩემპიონატისკენ. თუმცა თადარიგის დაჭერა უკვე შეიძლება – უეფამ ევრო 2020-ის საბილეთო პროგრამა გამოაქვეყნა.

 

ფასები

ბლეთის ფასი 30 ევროდან იწყება და 945 ევრომდეა. ათვლის წერტილი ჯგუფური ეტაპის მატჩები და ბაქოში, ბუდაპეშტსა და ბუქარესტში გასამართი მეოთხედფინალებია, მაქსიმუმი კი ლონდონის ფინალური მატჩის საუკეთესო ადგილები.
დასაჯდომი ადგილები სამ კატეგორიად დაყვეს. კლებადობის მიხედვით: ცენტრალური ტრიბუნები, კუთხურის ალამთან და კარს უკან ადგილები.

 

გაყიდვების ეტაპები

პირველი ეტაპი – 12 ივნისიდან 12 ივლისამდე (2019)
ორგანიზატორები მილიონ ნახევარ ბილეთს გამოიტანენ.

მეორე ეტაპი – დეკემბრის დასაწყისი (2019)
მილიონი ბილეთი გამოვა მონაწილე გუნდების გულშემატკირებისთვის. 30 ნოემბერს ბუქარესტში ფინალური ეტაპის წილისყრაა, რაც საშუალებას მისცემს ბილეთები ქვეყნებს შორის განაწილდეს.

მესამე ეტაპი – აპრილი (2020)
ტურნირის ბოლო მონაწილეები 26-31 მარტს პლეი-ოფებით გაირკვევა. დაემატება ოთხი ნაკრები და მათი ქომაგები ბილეთის ყიდვის უფლებას მიიღებენ.

 

ბილეთების შეძენა მარტო ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი – euro2020.com/tickets. წინასწარ საჭიროა განაცხადის დატოვება. თუ მსურველი ბევრი აღმოჩნდა, წილისყრა ჩატარდება. უეფა ამბობს, რომ ყველას ერთნაირი შანსი აქვთ, მიუხედავად განაცხადის შევსების თარიღისა.

 

მიყევი შენს გუნდს

გულშემატკივრებს თავაზობენ არა მარტო ერთჯერად ბილეთს – ხელმისაწვდომია ერთიანი აბონემენტის „მიყევი შენს გუნდს“ ყიდვის ოფციაც. ასეთები გაყიდვაში დეკემერში გამოვა. ეს ბილეთი საკუთარი ნაკრების ყველა მატჩზე დასწრების საშუალებას იძლევა მიუხედაავად ჩატარების ადგილისა და პროგრამაც ფინალამდეა გაწერილი.

 

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი 12 ქალაქში გაიმართება.
ტურნირი 12 ივნისიდან 12 ივლისამდე ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები