LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭებს სიყვარული უნდათ და არა ლანძღვა: ლევანგოლსკი და კეინგოლი – ლიგის ამბები მოკლედ

120
Capture

„ბაიერნი“, „იუვენტუსი“, პსჟ და „სიტი“ პლეი-ოფში 1-ელი ადგილიდან გავიდნენ.

ზიდანი პსჟ-სთან 2:2-ზე: „არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ფეხბურთელებმა დაიმსახურეს მოგება“.

კეილორ ნავასმა 10 სეივი გააკეთა „რეალი“-პსჟ-ს მატჩში, კურტუამ – 2.

კეილორ ნავასი: „დაბრუნდე „ბერნაბეუზე“ და ასე მიგიღოს მადრიდულმა პუბლიკამ – წარმოუდგენელია“.

 

 

მოურინიო პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 6 სხვადასხვა კლუბთან ერთად გავიდა.

მოურინიო „ოლიმპიაკოსთან“ ქამბექზე: „შესვენებაზე ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელებს სჭირდებათ ცოტაოდენი სიყვარული და არა კრიტიკა“.

„ტოტენჰემმა“ გაუშვა ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 2.5 წლის განმავლობაში – 37 გოლი.

ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანა 20 გოლი – 24 მატჩში.

ჰარი კეინმა გაიტანა 22 გოლი 23 მატჩში კლუბსა და ინგლისის ნაკრებში ამ სეზონში.

მარტო სარის „იუვენტუსი“ არ აგებს ამ სეზონში ტოპ 5 ლიგაში – 15 მოგება და 3 ფრე.

„იუვენტუსმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგი ჯგუფის სამი საშინაო მატჩი პირველად ბოლო 14 წელიწადში.

„ატალანტამ“ პირველად მოიგო თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის თამაში და პლეი-ოფის შანსს ინარჩუნებს.

„ლოკომოტივი“ პირველი კლუბია ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც გაზაფხულზე ევროთასებზე თამაშის შანსი დაკარგა.

პეპ გვარდიოლა: „ჩემპიონთა ლიგაზე მოვგვარდით, ახლა პრემიერლიგას მივხედავთ“.

„ბაიერნმა“ მოიგო 4 თამაში საერთო ამგარიშით 16:0 კოვაჩის გადადგომის შემდეგ.

„ბაიერნმა“ 21 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში და ამით „ბორუსიას“ რეკორდი გაიმეორა. მარტო მიუნხენელებს არ დაუკარგავთ ქულები ამ ტურნირზე.

რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე სწრაფი პოკერი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. მის ანგარიშზე 10 გოლია 5 შეხვედრაში.

ლევანდოვსკი გახდა „ბაიერნის“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაზე. მან გერდ მიულერს გაასწრო.

ლევანდოვსკი პოკერზე: „კიდევ ორის გატანა შემეძლო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გავერთეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები