LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემი მოულოდნელად მივიდა სკოლაში. ბავშვები გადაირივნენ (ფოტოები)

263
rue06a590df85

დევიდ ბექჰემი ლონდონის საგანმანათლებლო დაწესებულების Prendergast Vale-ის კლასში გამოჩნდა, სადაც ბავშვებისთვის ახალი პროგრამის ჩაშვების შესახებ გამოაცხადა, ვისაც სურს მოდას გაყვეს.

მოულოდნელმა ვიზიტმა გაკვეთილი ჩაშალა. ბავშვები წინააღმდეგი არ ყოფილან, ნახეთ მათი ბედნიერი სახეები.

სკოლაში ვიზიტი ბრიტანეთის მოდის საბჭოს (BFC) პროექტის ნაწილია. ბექჰემი ელჩია.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ტოპ მოდელი ადვოა აბოა (წლის მოდელი ბრიტანეთში) და დიზაინერი რიჩარდ ქუინი.
სტუმრები ბავშვებს გაესაუბრნენ და ახალ საგანმანათლებლო პროგრამა Fashion Studio Apprenticeship-ზე მოუყვნენ. მცირე ლექციის შემდეგ ბავშვებმა დიდი სიამოვნება მიიღეს ვარსკვლავებთან ურთიერთობით.

„მოდის ინდუსტრია ყველასთვის უნდა გაიხსნას. ჩვენ ქვეყანაში შესანიშნავი ინდუსტრია გვაქვს, რომლითაც უნდა ვიამაყოთ. ეს ბავშვები – მომავალია“, – თქვა ბექჰემმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები