LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიურ ქალაქს “საკვებად ვარგისად“ გადააქცევენ

117
ეწქ54325435

მეხელენი (ბელგია) საკვებად ვარგის ქალაქად გადაიქცევა. ეს ნიშნავს, რომ დასახლების მწვანე სივრცეებს ბოსტნეულის, ხილის და მწვანილეულის მოსაყვანად გამოიყენებენ. DIP-ის ინფორმაციით, მოსავლის აღება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

ქალაქის მერიის ჩანაფიქრით, „საკვები“ სივრცე ბევრ ადამიანს დაეხმარება რომ ჯანსაღი კვება დაიწყოს და საქალაქო სივრცეში ხილ-ბოსტნეულის აღების უნიკალური გამოცდილებაც მიიღოს.

გარდა ამისა, პროექტი ადგილობრივი ფაუნის აღდგენასაც დაეხმარება, რამეთუ ბევრი ფრინველი და მწერი მცენარეებს შორის სახლს იპოვის.

საინტერესოა, რომ მეხელენი არ არის ერთადერთი „საკვებად ვარგისი“ ქალაქი. ევროპამ ასეთი დასახლებების მთელი სია შეადგინა და მათ შორისაა – ბერლინი, როტერდამი, ოსლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები