LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში საზოგადოებრივი სკამების “გაშვილების“ პროგრამა დაიწყო

27
will-paterson-zb13n8edjge-unsplash

ბელგიაში, ქალაქ მორტსელის მერიამ ადგილობრივებს სკამების მზრუნველობის ქვეშ აყვანა შესთავაზა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები მათ გამოყენებას საკუთარი საჭიროებების მიხედვით შეძლებენ – მაგალითად, მოაწყობენ პიკნიკს, შეხვდებიან მეგობრებს. სანაცვლოდ მეურვემ თავის სკამზე დამოუკიდებლად უნდა იზრუნოს (გააფორმოს თუ შეარემონტოს).

მეურვის სახელს სკამის საზურგეზე განათავსებენ. ამჟამად პროგრამაში 16 ობიექტია ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მზრუნველობის ვადა 15 წელს შეადგენს. მერიის გამოთვლით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სკამები უკვე ისედაც შესაცვლელი იქნება.

ხალხის საქალაქო პროექტებში მოწვევით, ქალაქის ხელისუფლებას სურს, რომ მოქალაქეები მარტოობისგან დაიცვას – კორონავირუსის პანდემიის გამო ეს პრობლემა ლამის ორჯერაა გაზრდილი.

ევროკავშირი გეგმავს, რომ ეს საკითხი აუცილებლად მოაგვაროს. ევროპულ ქვეყნებში უკვე ფუნქციონირებს სხვადასხვა პროექტები, რომელთა მიზანიც მარტოხელათა დახმარებაა. მაგალითად, შვედეთში დადგეს სკამები, რომელიც უცნობთან საუბრის დასაწყებადაა განკუთვნილი, ხოლო ნიდერლანდების სუპერმარკეტებში დაამატეს სალაროები მათთვის, ვისაც საუბარი სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები