LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

92
104578763-2728046214187047-5665712966782591418-n

„ბარსელონას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, რომლის ცნობითაც ორი დღის წინ კოვიდ-19-ზე გატესტილი 9 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი ინფიცირებულია.

„ბარსელონას“ ფეხბურთელის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარ სახლში იმყოფება.

განცხადებაში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ ინფიცირებულ ფეხბურთელს კონტაქტი არ ჰქონია სხვა თანაგუნდელებთან, მათ შორის იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც დღეს ლისაბონში მიეგზავრებიან, სადაც „ბარსელონა“ ხვალ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები