LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზორის კუნძულებზე ელექტრომობილების მფლობელებს დაზოგილი ენერგიისთვის ფულს გადაუხდიან

131
07-UVE-V2G-Acores-08-2020-1024x536

პორტუგალიის ავტონომიური რეგიონის, აზორის კუნძულების ხელისუფლებამ ენერგიის განაწილების ინოვაციური მეთოდი დანერგა. პროექტის სახელად – Energia Sobre Rodas მთავარი ღირსება ისაა, რომ ელექტრომობილების მფლობელებს ზედმეტი ენერგიის ქალაქისთვის მიყიდვა შეუძლიათ.

არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულზე სან–მიგელზე დაამონტაჟეს უახლესი დასამუხტი ელექტრო–სადგურები, რომლებსაც ავტომობილის დამუხტვასთან ერთად, მისი განმუხტვაც შეუძლიათ. ანუ, თუკი ელექტრომობილის მფლობელს ზედმეტი ენერგია აქვს, შეუძლია ის კუნძულის ქსელს მიყიდოს.

უქმად დგომის შემთხვევაში ელექტრომობილის აკუმულატორი თავისით ჯდება, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ფმლობელი ფულს კარგავს. ამიტომ, ახალი სისტემა ერთნაირად სასარგებლო იქნება როგორც კუნძულის, ასევე ავტომფლობელებისთვისაც.

ახალი პროექტი აზორის კუნძულებს საშუალებას მისცემს, რომ მთლიანად განახლებად ენერგიებზე გადავიდეს. „მწვანე“ ენერგია საკმაოდ მალე იხარჯება, ამიტომ მისი ხარჯვა მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს. დღესდღეობით კუნძულზე არსებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი ქარისა და მზის დახმარებით გამომუშავდება. დანარჩენისთვის კი ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ აზორის კუნძულები ევროკავშირის არაერთ პროგრამაში მონაწილეობს და „მწვანე“ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მას რამდენიმე  პრიზიც აქვს მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები