LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზარის პრეზენტაციაზე 50 ათასი კაცი მივიდა. ეს მე-6 შედეგია ისტორიაში

111
_HE18591

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ედენ აზარის პრეზენტაცია გაიმართა. ბელგიელის გასაცნობად 50 ათასი მაყურებელი მივიდა – უფრო მეტი მარტო რონალდოს და კაკას შემთხვევებში იყო.

„რეალის“ ფანები აღფრთოვანებულები დარჩნენ: აზარმა კლუბის ემბლემას აკოცა, შემდეგ სასიამოვნო სიტყვები თქვა: „მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ძმასთან ერთად ვთამაშობდი, როდესაც „რეალის“ ფანი გავხდი. ყოველთვის ვოცნებობდი ამ კლუზე და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ოდესმე აქ აღმოვჩნდებოდი“.

ახალწვეულების 10 ყველაზე პოპულარული პრეზენტაცია ისტორიაში

 

1. კრიშტიანო რონალდო, „რეალი“ (75 000)

2009 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ანშლაგი იყო. ეს შედეგი რეკორდია.

 

2. დიეგო მარადონა, „ნაპოლი“ (65 000)

დღეს „სან პაოლოზე“ ამდენი ხალხი საერთოდ არ ეტევა. მარადონას რეკორდმა კი 25 წელი გაძლო, სანამ რონალდო მადრიდში არ გადავიდა.

3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, „ბარსელონა“ (60 000)

60 ათასი კაცი „კამპ ნოუზე“ ვერც წარმოიდგენდა, როგორი წარუმატებელი იქნებოდა ზლატანის ტრანსფერი.

 

4. ნეიმარი, „ბარსელონა“ (57 000)

2013-ში ნეიმარს ცოტა დააკლდა ზლატანამდე, მერე კი მაინც უკეთ წარმოაჩინა თავი.

 

5. კაკა, „რეალი“ (55 000)

კრიშტიანოს პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე ბრაზილიელმაც მაგარი აუდიტორია მოაგროვა, აი მადრიდული კარიერა კი არც ისე მაგარი გამოუვიდა.

 

6. ედენ აზარი, „რეალი“ (50 000)

„რეალის“ ბოსებს იმედი ქონდათ, რომ ბელგიელი რონალდოს რეკორდს მოხსნიდა, მაგრამ აზარი კრიშტიანო ჯერ ვერ არის.

 

7. ფერნანდო ტორესი, „ატლეტიკო“ (50 000)

აღზრდილის დაბრუნება „ვისენტე კალდერონმა“ სწორად მიიღო – ანშლაგით.

8. კარლოს ტევესი, „ბოკა ხუნიორსი“ (45 000)

„ბოკას“ ქომაგებმა ლეგენდის არჩევანი დააფასეს და მასობრივად მიესალმნენ.

 

9. ხამეს როდრიგესი, „რეალი“ (36 000)

„რეალს“ სტუმრიანობის ორგანიზება ეხერხება. 2014-ში ხამესის სანახავადაც გვარიანი ხალხი შეგროვდა.

 

10. დავიდ ვილია, „ბარსელონა“ (35 000)

2010-ში ვილია „ვალენსიიდან“ „ბარსაში“ გადადის, სადაც სერიოზულ საქმეებს გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები