LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუდი“ თავისი მოდელების ტოტალურ ელექტროფიკაციას იწყებს

88
c73770434d7380fb96f6c6b374a01b0697824ee7

„აუდი“ გეგმავს რომ შიდა წვის ძრავზე საბოლოოდ უარი თქვას და ყველა მოდელი ელექტრონულ აგრეგატზე გადაიყვანოს, თანაც ეს პროცესი უახლოეს ათწლეულში დაიწყება.

მართალია, ჯერ კიდევ გასულ წელს „აუდის“ დირექტორი მარკუს დიუსმანი ირწმუნებოდა, რომ შიდა წვის ძრავზე კომპანია უარს არ იტყოდა, ავტო–ინდუსტრია ტოტალურ ელექტროფიკაციაზე უარს ვერ იტყვის. შესაბამისად, ტოპ–მენეჯერმაც აზრი შეიცვალა და ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ ელექტროფიკაცია უკვე გარდაუვალია. „აუდი“ სულ რაღაც 20 წელში, სრულად ელექტრონული გახდება და საბოლოო გეგმას ბრენდი უახლოეს თვეებში წარადგენს.

2020 წელს „აუდი“ 5 ელექტრომობილს და 12 ჰიბრიდს წარადგენს, რამდენიმე წელში კი კონცერნი კიდევ 20 ახალი ელექტროქარის და 10 ჰიბრიდის წარდგენას აპირებს. მანამდე კი კომპანიის დირექტორი იმედოვნებს, რომ ელექტროქარებისა და ჰიბრიდების გლობალური გაყიდვის მაჩვენებელი არსებული 3,5–დან 40 პროცენტამდე გაიზრდება. ამასთან, ბრენდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შიდა წვის ძრავიც გააუმჯობესოს და მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე შეამციროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები