LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუდი“ სახლს დაეჯახა და თან შესასვლელი კარი გაიყოლა

169
audicrach201125

ინგლისის ჩრდილოეთში, უესტ–იორკშირის საგრაფოში უცნაური ავარია მოხდა. „აუდის“ ფირმის ავტომობილის მძღოლმა სახლი გაიტანა და თან კარი გააყოლა.

ავარია ორმაგი აღმოჩნდა: თავიდან ნაცრისფერი „აუდი“ სხვა ავტომობილს დაეჯახა. დაჯახების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ დამნაშავე მძღოლის ავტომობილი იქვე მდგომი სახლისკენ გადააგდო. რა დროსაც მანქანამ შესასვლელი კარი გაიტანა.

მიუხედავად სახურავში გაჭედილი საკმაოდ მოზრდილი კარის და დამტვრეული საქარე მინის, მძღოლს უცებ არ გაუჩერებია და კიდევ რამდენიმე მეტრი იარა. უჩვეულო ავარიაში მხოლოდ „აუდის“ მძღოლი დაზარალდა და მსუბუქი ტრავმებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად საქმეს პოლიცია იძიებს და ახალგაზრდა მძღოლს გამოჯანმრთელების შემდეგ წინ სასამართლო პროცესი ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები