LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi მფრინავ ტაქსს აღარ გამოუშვებს

92
b047ee7fad3728990c778fe8e77153f5ced24060

კომპანია Audi-ს ხელმძღვანელობამ მფრინავ ტაქსზე მუშაობა შეაჩერა. Pop.Up Next-ის პროექტი უპერსპექტივოდ დაასახელეს, ამიტომ მასში ფულის დაბანდება გადაიფიქრეს.

მფრინავი ტაქსის პირველი კონცეპტი 2017 წელს ჟენევის ავტოსალონზე წარადგინეს. ერთი წლის შემდეგ კი პროექტს გერმანული ავტოკონცერნი შეუერთდა. პროტოტიპი სამ-ნაწილიან სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა. მისი მთავარი ნაწილი სამგზავრო კაფსულა იყო, რომელშიც ორი ადამიანი თავსდებოდა. კაფსულა დრონს ან ავტონომიურ ბორბლებიან პლატფორმას უერთდებოდა.

პროექტის მთავარი ღირსება მისი უნივერსალურობა იყო. Pop.UP ჰაერში თუ გზებზე ერთნაირი წარმატებით გადაადგილდებოდა. ჩანაფიქრის მიხედვით, სისტემა ყველაზე კომფორტულ მარშრუტს თავად განსაზღვრავდა და უკეთეს გზასაც ამის მიხედვით ირჩევდა.

თუმცა, ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ Airbus და Audi მიხვდნენ რომ პროექტი ზედმეტად რთული იყო და ამჟამინდელ პირობებში მისი რეალიზება თითქმის შეუძლებელია. მფრინავი ტაქსის ფორმატი სამომავლოდ გადაიდო და მწარმოებლები საქალაქო ტრანსპორტის უფრო ეფექტურ სახეობებზე კონცენტრირდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები