LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi–მ შექმნა ყველგანმავალი რომელსაც ფარების ნაცვლად დრონები აქვს

199
1e858e062e445db55b3fe14823e0e238e41d0a6a

ფრანკფურტის ავტოსალონზე კომპანია Audi–მ წარმოადგინა ყველგანმავალის კონცეპტი Al:TRAIL. შოუ–ქარი სავარაუდოდ, სერიული არ იქნება და უბრალოდ დიზაინერების მომავლის ხედვის გამომხატველია.

Audi AL:Trail–ის გაბარიტები ასე გამოიყურება: სიგრძე 4150 მმ, სიგანე – 2150 მმ, ხოლო სიმაღლე –1670 მმ. მოდელი კროსოვერ Q2–ზე მოკლე, განიერი და მაღალია. ასეთი პარამეტრებით ავტომობილს გადაადგილება ყველაზე ცუდ გზებზეც კი შეუძლია.

ელექტროქარის მასა 1750 კილოგრამია. ძალოვანი აგრეგატი 4 ელექტროძრავისგან შედგება და თითოეული მათგანი თითო საბურავთანაა დაკავშირებული. ძრავის სიმძლავრე 320 კილოვატი ანუ 435 ცხენის ძალაა. სვლის მარაგი ჩვეულებრივ გზებზე 400–500 კილომეტრი, ხოლო უგზოობის შემთხვევაში კი მხოლოდ 250 კილომეტრია. კროსოვერის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ–ია.

და ბოლოს, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი რომ შორი და ახლო განათების ფარების ფუნქციებს კროსოვერის შემთხვევაში დრონები ასრულებენ. გაჯეტები გზას არამხოლოდ წინ არამედ გვერდებშიც ანათებენ და ენერგიას კი მზისგან იღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები