LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასპრილიამ ქილერი დაარწმუნა ჩილავერტი არ მოეკლა

95
arsdfa-1573643123

კოლუმბიის ნაკრების ლეგენდამ ფაუსტინო ასპრილიამ ქილერი დაარწმუნა, რომ არ მოეკლა პარაგვაის ნაკრების მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი 1997 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ. ის შეხვედრა ძალიან ცხელი გამოდგა, მოთამაშეებმა გარჩევები დაიწყეს. ერთ ეპიზოდში ასპრილიამ თავზე გადაუარა ჩილავერტს. მსაჯს გარკვევა არ დაუწყია და ორივეს წითელი ბარათი აჩვენა. მატჩი პარაგვაიმ 2:1 მოიგო, რამაც ვიღაც კოლუმბიელი ფანი ძალიან გააბრაზა.

როგორც ასპრილია იხსენებს, თამაშის შემდეგ მის ნომერში უცნობმა დარეკა და აცნობა, რომ აპირებდა ჩილავერტი მოეკლა. „ხომ არ გაგიჟდი? შენ გაანადგურებ კოლუმბიურ ფეხბურთს. ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება“, – უთხრა ქილერს ფაუსტინომ.
ეს სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

https://www.youtube.com/watch?v=QVcoEbW_qdw

 

კოლუმბიელი გულშემატკივრები რომ რადიკალურ ზომებზე წამსვლელები არიან, ცნობილი ამბავია. ნაკრების მცველი ანდრეს ესკობარი 1994 წლის მუნდიალზე აშშ-სთან მატჩში (1:2) ავტოგოლის გამო, 10 დღეში სამშობლოში ჩაცხრილეს. მკვლელი უმბერტო მუნიოსი ყოველ გასროლაზე ყვიროდა – „გოლი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები