LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინა ეჭვებშია და ჩანაწერებს ითხოვს – ამბები მოკლედ

106
maxresdefault

პერუ კოპა ამერიკის ფინალში ბოლო 44 წელიწადში პირველად გავიდა.

35 წლის გერერომ (პერუ) მე-13 გოლი გაიტანა კოპა ამერიკაზე და ტურნირის ისტორიაში მეგოლეთა შორის გაბრიელ ბატისტუტასთან ერთად მე-5 ადგილს იყოფს.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მოითხოვა ბრაზილიასთან მატჩში მსაჯის აუდიო მოლაპარაკებები ვიდეოასისტენტთან.

„მონაკომ“ ახალი ფორმა წარადგინა, პოსტერზე ფალკაოც არის და სეს ფაბრეგასიც.

„რეალის“ ბრაზილიელმა მარსელომ უარი თქვა ალკოჰოლის ტესტის გავლაზე და ერთი წლით ჩამოერთვა მართვის მოწმობა.

GdS-ის ჟურნალისტი: „იუვენტუსი“ პოგბას სანაცვლოდ 60-70 მილიონს და დიბალას თავაზობს, „მანჩესტერი“ 150 მლნ ევროს ითხოვს.

„იუვენტუსი“ მზადაა იკარდის წლიურად 8 მლნ ევრო გადაუხადოს. „ინტერი“ ფორვარდში 60 მილიონს ითხოვს.

„იუვენტუსმა“ დე ლიგტის სანაცვლოდ 55+10 მლნ ევროს შეთავაზებს, „აიაქსს“ 75 მლნ უნდა.

Uber Eats-მა „მარსელის“ მაისურზე ლოგოს ფერი შეცვალა: ფანებს მწვანე არ მოეწონათ.

„ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და „არსენალი“ სებალიოსზე აცხადებენ პრეტენზიას.

„ჩელსიმ“ პულიშიჩი იჯარით გაუშვა „ატალანტაში“.

„ვალენსიამ“ წარადგინა ახალი ფორმა Puma-სგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები