LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი იუვე, არანაირი ბარსა, რონალდო, მესი, მოდით მოზირში – ამბები მოკლედ

62
2804458

მთელი მსოფლიოს ფეხბურთი გაჩერებულია, ბელარუსში კი ჩემპიონატი მაინც გრძელდება. მოზირის “სლავიას” თამაშზე ერთ-ერთმა ფანმა პლაკატი დაიჭირა წარწერით: “რონალდო, მესი, არანაირი “იუვე”, არანაირი “ბარსა”. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “სლავია მოზირში”.

 

ბელგიის 10-გზის ჩემპიონი “სტანდარდი” ლიცენზიის გარეშე დარჩა და ახალ სეზონს სამოყვარულო ლიგაში დაიწყებს.

უნაი ემერი “მილანის” მწვრთნელის პოსტზე კანდიდატია. მარსელინომ უარი თქვა კლუბის შეთავაზებაზე.

“ბარსელონას” 6 დირექტორი გადადგა კლუბში არსებული კრიზისის გამო და სოცქსელებში ფეიქ ექაუნთების საქმის გამო.

“ბარსელონას” სურს კოუტინიოს იჯარაში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი გაწეროს. მოლაპარაკებები “ჩელსისთან” მიმდინარეობს.

“ნაპოლის” აინტერესებს “ვესტ ჰემში” მოთამაშე ფელიპე ანდერსონი კალეხონის შემცვლელად.

ლევერკუზენის ოქროს ბიჭუნა კაი ჰავერცს “ბაიერნში” წასვლა უნდა.

“მანჩესტერი” საშუალებას მისცემს “ოლდ ტრაფორდი” სისხლის გადასხმის პუნქტად გამოიყენონ.

“საუთჰემპტონი” პრემიერლიგის პირველი კლუბია, რომელმაც ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ხელფასი შეუმცირა. კლუბის თანამშრომლებს ეს არ შეეხებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები