LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არალეგალური რბოლები და ძალიან ბრაზიანი პოლიციელები –  Need for Speed Heat-ის ახალი თრეილერი

149
need-for-speed-heat

კომპანია Electroniс Arts-მა ახალი თამაშის Need for Speed Heat თრეილერი გამოაქვეყნა. ოფიციალური პრემიერა 19 აგვსიტოსთვის, გერმანიაში დაგეგმილ კონფერენციაზეა დაგეგმილი.

მთელი მოქმედება პატარა ქალაქ პალმ-სიტიში ვითარდება. მოთამაშეებს საშუალება მიეცემათ რომ მონაწილეობა ორი სახის რბოლაში მიიღონ, ასევე შეებრძოლონ პოლიციელებს და აგრესიის დონე დღე-ღამის დროზე იქნება დამოკიდებული.

თამაშის შემქმნელები იმასაც აზუსტებენ, რომ რბოლაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას თავად მოთამაშე იღებს და როცა დასვენება მოესურვება ავტომობილს უბრალოდ ფარეხში გააჩერებს.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი სიახლე ავტომობილის პერსონალიზაციის დონე იქნება, თუმცა ამ ყველაფრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალურ პრემიერაზე გასაჯაროვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები