LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ველოდით: თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოიგო

87
131528337-3548662875209753-8380126808395686906-n

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის ”დინამომ” სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონმა B ჯგუფის მესამე ტურში მონტენეგროს “იადრანი” მოულოდნელად 11:8 დაამარცხა.

პირველი პერიოდი თბილისურმა გუნდმა 2:1 მოიგო, თუმცა შემდეგ მეტოქე წინ გავიდა, თუმცა ეს პირველად და უკანასკნელად მოხდა. ჩვენებმა ანგარიში გაათანაბრეს, წინაც გავიდნენ და უპირატესობა აღარ დაუთმიათ. განსაკუთრებით საინტერესო და გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, გუნდებმა 4-4 გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ ერთხელ მოხდა, რომ მეტოქემ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, შემდეგ ისევ ჩვენებმა იძალეს და კომფორტულად დაწინაურდნენ.

“დინამოელთაგან” მარკო ელაჩამ და ანდრია ბითაძემ 3-3 გოლი გაიტანეს. ჩვენების მხრიდან გოლები ასევე ბესარიონ ახვლედიანის, სანდრო ადეიშვილის, დუშან ვაშიჩის, ჯოვან სარიჩისა და ბორის ვალენსკის ანგარიშზეა.

 

დინამო თბილისი – იადრან ჰერცეგი 11:8
(2:1, 2:3, 3:0, 4:4)

გოლები: 1:0 ახვლედიანი, 2:0 ბითაძე, 2:1 ავერკა, 2:2 ბანიჩევიჩი, 3:2 ელაჩა, 3:3 პეტკოვიჩი, 3:4 რადოვიჩი, 4:4 ადეიშვილი, 5:4 სარიჩი, 6:4 ელაჩა, 7:4 ვაპენსკი, 7:5 რადოვიჩი, 7:6 რადოვიჩი, 8:6 ელაჩა, 9:6 ბითაძე, 9:7 ავერკა, 10:7 ვაშიჩი, 11:7 ბითაძე, 11:8 ობრადოვიჩი

 

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ”დინამო” იტალიურ ”ბრეშასთან” 9:15 დამარცხდა, მეორე ტურში კი ერთ-ერთ ფავორიტ და ძალიან ძლიერ ”ბარსელონეტასან” უშანსოდ წააგო – 5:17.

“დინამოს” ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 3 ქულა აქვს და სწორედ “იადრანთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს (1 მოგება, 2 წაგება). ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 2021 წლის მარტში ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები