LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ინერვიულო, ჩემპიონი გახდები – ჩემპიონთა ლიგა მოკლე კომენტარებში

114
GettyImages-1168930234

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურმა ეტაპმა სტარტი აიღო. პირველ სათამშო დღეს 8 მატჩი ჩატარდა და ალბათ მტავარი მოულოდნელობა მაინც მილანში დაფისირდა, სადაც „ინტერმა“ პრაღის „სლავიასთან“ ქულა წამატებულ დროში გადაარჩინა. ვნახოთ მოკლედ კომენტარები და ერთი-ორი საინტერესო ფაქტი.

„ლივერპული“ მეორე კლუბია 1994/95 წლების „მილანის“ შემდეგ, რომელმაც პირველი მატჩი წააგო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის რანგში.

კარლო ანჩელოტი: „ლივერპული ევროპის საუკეთწსო გუნდად მიმაჩნია. ასე რომ, საქმეს თავი კარგად გავართვით“.

კლოპი: „პენალტი არ იყო. მოთამაშე ჯერ კიდევ კონტაქტამდე ახტა“.

ანჩელოტი: „კლოპს ვურჩიე არ ინერვიულოს. თუ ის აქ აგებს, ესე იგი მერე ლიგას იგებს“.

 

ლემპარდი „ჩელსის“ პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტი შეხვედრა წააგო.

„ვალენსიას“ მწვრთნელი: „მოთამაშეებმა იციან, რომ რთულია მოუგო ისეთ გუნდს, როგორიც „ჩელსია“. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე“.

ფრენკ ლემპარდი „ვალენსიასთან“ 0:1-ზე: „ბევრი მომენტი გვქონდა. ეს გაკვეთილია ჩვენთვის“.

 

„ბარსელონამ“ ვერ გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში 2018 წლის თებერვლის შემდეგ.

მარკო როისი „ბარსელონასთან“ ფრეზე: „ერთი გოლი საკმარისი იქნებოდა გამარჯვებისთვის“.
მარკომ პენალტი ვერ გაიტანა.

ვალვერდე „ბორუსიასთან“ 0:0-ზე: „შედეგი ისეთია როგორიც არის. მესიმ საკმარისი გააკეთა“.

ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგაზე 6-დან 4 პენალტი მოიგერია.

პრომესი „ლილთან“ მოგებაზე: „ეს აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რასაც გასულ სეზონში“.

ანტონიო კონტე „სლავიასთან“ ფრეზე: „არ ვიყავით საკუთარ სიმაღლეზე. პირველ რიგში მე თვითონ“.

„ლიონის“ მეკარე ლოპესი: „დასანანია ორი ქულის დაკარგვა. ეს ჩემპიონთა ლიგაა, ჩვენ საკუთარი შეცდომების გამო ვისჯებით“.

„ზალცბურგის“ ფორვარდი ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის ყველაზე ახალგაზრდა ავტორია რაულისა და რუნის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები