LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანანიძის აგენტის კომენტარი ჯანოს თბილისის “დინამოში” გადმოსვლაზე

88
KJR-3396

კვიპროსული “ანორთოსოსის” ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, რომ მისი კლიენტი შესაძლოა თბილისის “დინამოში” გადავიდეს სათამაშოდ.

“მის მიმართ ინტერესს მთელი რიგი კლუბები იჩენენ, მაგრამ ჩვენ ჯერ შორს ვართ კონტრაქტის გაფორმებისგან. უახლოეს დღეებში არანაირი კონტრაქტი არ გაფორმდება.
ჯანოს ჯერ კიდევ აქვს მოქმედი კონტრაქტი “ანორთოსისთან”. კვიპროსის ჩემპიონატი ამჟამად დასრულებულია, ამიტომ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ”, – თქვა ლეპსაიამ.

ჯანო ანანიძე შესაძლოა ბათუმის დინამოში გადავიდეს

ამბიციურ კლუბს გეგმებიც ამბიციური აქვს.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ანანიძით ბათუმის “დინამო” იყო დაინტერესებული.

ქართველი ფეხბურთელის ხანმოკლე კონტრაქტი კვიპროსულ კლუბთან 31 მაისს იწურება.
ჯანომ კვიპროსის ჩემპიონატის სულ რაღაც 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანია მოქმედებით არ გამოუჩენია,

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები