LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში… – კალაძემ “დინამო” და ფიფია გააკრიტიკა

166
FORTUNA.GE (69)

„დინამოს“ ფარერებთან წაგება სამარცხვინო იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „დინამო” პრეზიდენტი რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია.

„ამხელა ისტორიის მქონე გუნდი, ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს რა დამოკიდებულება აქვთ – ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები?! ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ „თბილისის დინამო“ ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში. არ ვიცი… რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში თბილისის „დინამომ“ სხვადასხვა პროფესიების მქონე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ „კლაკსვიკთან“ 1:6 წააგო.

გაყარეთ ყანებში ეგ სამარცხვინოები: გინებაც მომბეზრდა უკვე ამათი – თბილისის “დინამომ” გულშემატკივრები გააცოფა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები