LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის პირველმა შტატმა შიდა წვის ძრავი აკრძალა

66
usaautonews

ამერიკის შტატის, ვაშინგტონის ხელისუფლებამ ახალი კანონი Clean Cars 2030 მიიღო – 2030 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები აღარ გაიყიდება. კანონპროექტს ძალაში შესასვლელად შტატის გუბერნატორის ჯეი ინსლის ხელმოწერა აკლია.

სულ რაღაც 9 წელში შიდა წვის ძრავზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილების ყიდვა თუ გაყიდვა დაუშვებელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ არაეკოლოგიური ავტომობილების შემოტანა შტატის ტერიტორიაზე სხვა შტატებიდანაც აიკრძალება.

ამასთან, საუბარი მხოლოდ ელემენტიან ელექტროქარებზე არ არის. კანონი არ ეწინააღდეგება მაგალითად წყალბადზე მომუშავე ან ელექტრონული აგრეგატის მქონე მანქანების შეძენასაც.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ტრადიციულ ძრავზე უარის თქმა და ნელ–ნელა ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა შტატში ჰაერის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს. ეკოლოგების ინფორმაციით, ატმოსფეროს დაბინძურების დიდი წილი, დაახლოებით 30% სწორედ მსუბუქ ტრანსპორტზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ შიდა წვის ძრავის აკრძალვაზე „ტესლას“ სამშობლო ანუ კალიფორნიის შტატი უკვე დიდი ხანია საუბრობს, თუმცა ვაშინგოტმა კანონპროექტი მასზე ადრე მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები