სპორტული Youtube-არხის Carwow-ს ბლოგერებმა „სუპრას“ ყველაზე მძლავრი ვერსია პოპულარულ ელექტრომობილებს შეადარეს. Tesla Model 3 Performanc-ს, Audi e-tron-სა და Jaguar I-Pace-ს თავისი შესაძლებლობები სამ დისციპლინაში უნდა გამოევლინათ. შეჯიბრი კი ადგილიდან 4 მილის გავლას, 80 კმ/სთ-ის განვითარებას და ეფექტური დამუხრუჭების ტესტს მოიცავდა.

შეჯიბრის ფავორიტი Tesla Model 3 გახდა. ამერიკული ელექტრომობილი მოძრაობაში 2 ელექტროძრავს მოყავს და მათი საერთო სიძლიერე 480 ცხენს ძალაა. პირველ ასეულს ასეთი ავტომობილი 3,4 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 261 კმ/სთ-ია.

„ტესლას“ დინამიკას ცოტა ჩამორჩება Jaguar, ელექტროძრავების წყვილი ინგლისურ კროსოვერს 400 ცხენის ძალის გამომუშავების საშუალებას აძლევს. ყველგანმავალი „ტესლაზე“ 300 კგ-ით უფრო მძიმეა და პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 4,8 წამი მაინც სჭირდება.

ეკოლოგიურ სუპერქარებს შორის ყველაზე ნელი მაინც „სუპრა“ აღმოჩნდა. ელექტროძრავვების სიძლიერე „იაგურისას“ გავს, თუმცა e-tron-ის მასა 300 კგ-ით უფრო მეტია.

ხოლო, თუ რა შედეგით დასრულდა შეჯიბრი ამის ნახვა კი გავრცელებულ ვიდეოში შეგიძლიათ.

 

 

ტეგები: Tesla Model 3

მსგავსი თემები