LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Kia Sorento–ს პირველი ოფიციალური კადრები

101
Kia-Sorento-newsss

კომპანია Kia-მ კროსოვერი Sorento–ს პირველი ოფიციალური კადრები გაავრცელა. მეოთხე თაობის მოდელი ახალ პლატფორმაზე აიგო, შეიცვალა შიგნიდანაც და გარედანაც და ხელმისაწვდომი აღჭურვილობების მთელი ნაკრები მიიღო.

ახალი Sorento–ს დიზაინი კარგა ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რადგან პაპარაცებმა მისი გადაღება უკვე შეძლეს. ავტომობილი კამუფლაჟის გარეშე სარეკლამო რგოლის გადაღებისას დააფიქსირეს და მაშინვე შეამჩნიეს, რომ კროსოვერს ახალი ფარები და სპოილერი აქვს, გაიზარდა საბურავთა ბაზა და კაპოტის სიგრძეც.

ახალი ფოტოები  ინტერიერის დეტალურად დათვალიერების საშუალებას იძლევა. როგორც ჩანს, მოდელმა 12,3 დიუმიანი ციფრული პანელი მიიღო და მულტიმედიური სისტემისთვის 10–25 დიუმიანი ეკრანიც გაჩნდა. ახალი Sorento–სთვის ინოვაციური გაგრილების სისტემის მქონე სავარძლები დაამონტაჟეს. კროსოვერი როგორც ხუთ, ასევე შვიდადგილიან შესრულებაში იქნება ხელმისაწვდომი.

ჟურნალისტთა ინფორმაციით, სიახლე 2,2 ლიტრის მოცულობის ტურბოდიზელს მიიღებს და მომავალში მას ჰიბრიდული აგრეგატიც ექნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები