LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიყვანეთ მამარდაშვილი, “ქართველი მესი” აქ არის – რუსებმა ქართველები გამოარჩიეს

140
128953077-3712718578807742-7768662052181171266-o

უეფამ თბილისის “ლოკომოტივის” 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 50 ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეს შორის დაასახელა. უეფა წერდა, რომ გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარეა და თავის გამოჩენა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა. “ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია” – დაწერა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ.

რუსულმა “სოვეტსკი სპორტმა” კი ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების 6 ფეხბურთელი გამოჰყო და როგორ იქნებოდა, რომ ამ სიაში ქართველიც არ შეეყვანა.

სამი რუსისა და ორი უკრაინელის გარდა, საინტერესო ფეხბურთელების ჩამონათვალში სწორედ მამარდაშვილი შეიყვანეს.

გიორგი რუსებს მაინც და მაინც კარგად არ უნდა ახსოვდეთ. სექტემბერში თბილისის “ლოკომოტივმა” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში მოულოდნელად მოუგო მოსკოვის “დინამოს”, ხოლო ახალგაზრდა მეკარმე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და დიდწილად განაპირობა კიდეც ქართული გუნდის წარმატება.

მამარდაშვილმა მომდევნო ეტაპზე ესპანურ “გრანადასთანაც” შესანიშნავად ითამაშა, 7 სეივი განახორციელა.

“რუსულ კლუბებს უჯობთ ახალგაზრდა ტალანტს ყურადღება მიაქციონ, მით უმეტეს, ჯერ ძალიან ძვირად სულაც არ ფასობს – “ტრანსფერმარკტის” მიხედვით, 500 ათასი ევრო” – უწერიათ რუს ჟურნალისტებს.

 

ამასობაში championat.com-მა მოამზადა სტატია “11 ტრანსფერი რუსეთის პრემიერლიგაში, რომელიც ცოტამ შეამჩნია. აქაც მოხვდა ქართველი ფეხბურთელი – საუბარია გიორგი არაბიძის “როტორში” ტრანსფერი.

22 წლის გიორგი არაბიძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვოლგოგრადში პორტუგალიური “ნასიონალიდან” 6-თვიანი იჯარით გადავიდა.

“მან უკვე თქვა, რომ პორტუგალიაში დაბრუნებას არ აპირებს. არაბიძე 2016/17 წლის სეზონში “შახტართან” ერთად უკრაინის ჩემპიონი გახდა, 2018 წელს კი მსოფლიოს 100 ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეში შედიოდა. ფეხბურთელს მის სამშობლოში “ქართველ მესის” უწოდებენ და გიორგი ჰაჯის ადარებენ”, – წერს championat.com.

შეგახსენებთ, “როტორში” ქართველები საკმარისად არიან: ნიკა ყიფიანი, ბექა მიქელთაძე, ზურიკო დავითაშვილი და საბა კვერკველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები