ქსელში ახალი თაობის პიკაპის Isuzu D-Max-ის პირველი თიზერი გავრცელდა. მოდელის ოფიციალური პრემიერა 19 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ვიდეო რგოლი მწარმოებლის ტაილანდურმა ოფისმა გაავრცელა და როგორც კადრებში ჩანს, თაობის ცვლილება რამე განსაკუთრებულ სიურპრიზთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. პიკაპის ვიზუალი თითქმის არ შეცვლილა. რადიატორის ბადე გაიზარდა და როგორც ჩანს, ის უფრო მნიშვნელოვანი დეტალი გახდა.

მოსალოდნელია, რომ სიახლე ბევრად უფრო კომფორტულ სალონს მიიღებს, ასევე მას მძღოლის დამხმარე სისტემები დაემატება, მათ შორის იქნება ავტომატური დამუხრუჭებაც. სალონის გაფორმება წინამორბედებთან შედარებით უფრო მაღალი დონის ჩანს, მთავარი პანელიც ბევრად უფრო თანამედროვე გამხდარა.

რაც შეეხება აგრეგატს, პიკაპი 1,9 ლიტრის მოცულობის „ტურბოდიზელით“ იქნება უზრუნველყოფილი და ძრავს 150 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.

 

ტეგები: Isuzu D-Max