დედაქალაქის მერი თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით მაქსიმალური კომფორტის შექმნას აპირებს. კახა კალაძე ამბობს, რომ ამ მხრივ ზონალური პარკირება საინტერესოა. 

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას შევუქმნათ ისეთი კომფორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, რომ ადამიანი არა საკუთარი ავტომობილით მივიდეს სამსახურში, არამედ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, – ამბობს კალაძე.

მისი თქმით,ზონალური პარკირება ზუსტად იმიტომ არის საინტერესო, რომ მოქალაქეებმა ავტომობილებზე უარი თქვან.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები