LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ბენტლი და 4 კიდევ უფრო ძვირფასი – მეივეზერმა პირადი ავტოპარკი აჩვენა (ვიდეო)

160
2548710-52872910-2560-1440

ამერიკელმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა ინსტაგრამ-სთორის გამოყენებით თავის 23 მილიონ გამომწერს საკუთარი ავტომობილების კოლექცია დაათვალიერებინა.

მეივეზერის ფარეხში უამრავი ელიტური ავტომობილია, მათ შორის 6 „ბენტლი“, ასევე „მერსედესის“, „ლამბორგინის“ და „ფერარის“ სხვადასხვა მოდელები.

მეივეზერი ავტომობილების ცნობილი კოლექციონერია. მას უყვარს ძვირფასი მანქანები და აგროვებს მათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის საჭესთან არც კი მჯდარა. Hotcars-ის ინფორმაციით, ერთმა ავტოდილერმა მოკრივეს 18 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ავტომობილი მიჰყიდა.

პროფესიონალურ რინგზე მეივეზერმა 50 ორთაბრძოლა გამართა და არცერთში არ დამარცხებულა.

აღსანიშნავია, რომ ფლოიდ მეივეზერს 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები