LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც უცხო ენის შესწავლისას ვუშვებთ

48
1000-333822e929ec2d0d3e3c48848b2fa7fb

უცხო ენის შესწავლა მნიშვნელოვანი და თან ძალიან სასარგებლოა, ენა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებაა. მოგზაურობა, სწავლა საზღვარგარეთ, კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ფილმების ყურება ორიგინალში – ეს არ არის სრული სია ყველა იმ პერსპექტივის, რომელიც ჩვენს წინაშე იშლება. მაგრამ, როგორ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა მაქსიმალურად ეფექტურად? ამ არც თუ ისე მარტივ საქმეში ხშირად რამდენიმე შეცდომას უშვებენ ხოლმე:

სურვილი ისწავლო ყველაფერი ერთად და თან ძალიან სწრაფად
უცხო ენის შესწავლის დროს ბევრ ადამიანს სურს, რომ სწრაფი შედეგი მიიღოს და როცა ეს ასე არ ხდება, იმედგაცრუება ეუფლება. ამიტომ, არ უნდა შეიქმნათ ილუზია და ელოდოთ, რომ სწავლის დაწყებიდან ერთ თვეში უკვე საუბარს შეძლებთ. ჩამოაყალიბეთ ეტაპები და ენა ნელ-ნელა აითვისეთ.

ენის სწავლა მხოლოდ წიგნებიდან
ეს შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა ენის სწავლა მხოლოდ წიგნებიდან არ არის კარგი აზრი. ის თუ რა წერია სახელმძღვანელოში და როგორ საუბრობენ ადგილობრივები – ხშირად განსხვავებული ისტორიაა. ენა იცვლება და ტრანსფორმირდება, წიგნს კი თანამედროვე მეტყველების ყველა წვრილმანის გადმოცემა უბრალოდ არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, უყურეთ ფილმებს და სერიალებს, იკითხეთ ბლოგები თუ სტატიები.

ენის პრაქტიკა მხოლოდ გაკვეთილზე
ენის შესწავლა მუდმივი, უწყვეტი პროცესია. პრაქტიკის გარეშე გატარებულ ერთ კვირაშიც კი შესაძლოა ბევრი რამე დაგავიწყდეთ. ფსიქოლოგთა რჩევაა – სხვადასხვა აქტივობების დროს კომენტარები უცხო ენაზე გააკეთოთ (ხმამაღლა ან გონებაში), მაგალითად იქნება ეს ჭურჭლის რეცხვა, მაკიაჟის კეთება, საკვების მომზადება თუ სხვა.

შეცდომის დაშვების შიში
ბევრ ადამიანს, უცხო ენის შესწავლის დროს, ეშინია რომ სულელი არ გამოჩნდეს და უაზრო შეცდომა არ დაუშვას. არადა, შეცდომის არ უნდა გრცხვენოდეთ. შეცდომების გარეშე უცხო ენის ათვისება წარმოუდგენელია. თავისუფლად საუბარს მხოლოდ მუდმივი პრაქტიკის შემდეგ შეძლებთ. არაფრის შეგეშინდეთ, მთავარია – დაიმახსოვროთ თქვენი შეცდომა და მომავალში მისი გამოსწორება სცადოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები