LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი – მიხეილ ცაგარელი

236945115-1

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:41-დან 23:00 საათამდე, როცა მთვარის უარყოფითი ენერგია მოადუნებს   ყურადღებას, რაც თავის მხრივ ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდება.

ყურადღება გაამახვილეთ გადაუდებელ საქმეებზე, აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. არაა გამორიცხული ურთიერთგაგების არ არსებობის ფონზე სერიოზული უსიამოვნება მოგივიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის ბილეთების და სპორტული პროდუქციის შესაძენად, ტურიზმისა და ლაშრობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გაფართოვებისა და საზღვარგარეთ კაპიტალდაბანდებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. ნაკლებად სახარბიელო დღეა მშენებლობის და რემონტის დასაწყებად, რაც მომავალში მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

ჯანმრთელობა – სასიკეთო დღეა კანის დაავადებების სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს დასუსტებულ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის გაკეთება.

სიზმრები მხოლოდ იმ სირთულეებს იწინასწარმეტყველებენ, რომელთა დაძლევა ახლო მომავალში მოგიწევთ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და იისფერი, ლურჯი და ცისფერი.  ფირუზი, ონიქსი და ქარვა, ჟადეიტი და ციტრინი.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად სასიკეთო დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები