LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის ბიჭი რონალდოსთან მივიდა და სათადარიგო სკამზე მიუჯდა (ფოტო)

119
2643345-54689330-2560-1440

სინგაპურში ერთმანეთს „იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ შეხვდნენ. კრიშტიანოს 14 წლის ყაზახი ფანი აქტაუდან მატჩის დროს მოედანზე გავარდა, კუმირთან ფოტო რომ გადაეღო.

ის სკამზე მჯდარი რონალდოსკენ გაემართა, სელფი გადაიღო და გვერდით მიუჯდა. მერე ბავშვი მამამისთან ერთად პოლიციამ გაიყვანა. გაირკვა, რომ ბოლატბეკ აბულხაიროვმა შვილს ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე რონალდოს სანახავად წაიყვანა.

„ვნერვიულობდი, ვუყურებდი როგორ დარბოდა რონალდო. ის 20 მეტრში იყო ჩვენგან. შვილს ვუთხარი, რომ შესულიყო მოედანზე. დიდხანს ვერ გადაწყვიტა, ბევრი დაცვა იყო, ეშინოდა. მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ეს მისი ერთადერთი შანსი იყო და ყოველთვის ინანებდა, მაშინ გაიქცა. მის ემოციებს საზღვარი არ აქვს“, – თქვა ბიჭის მამამ.

მოლაპარაკებების შედეგად მამა-შვილი გაუშვეს. თუმცა მერე ისევ გამოიძახეს. „ჯერ ისევ სინგაპურში ვართ. შესაძლოა ჩვენი დაჯარიმება უნდათ. მაგრამ არაფერზე არ ვნანობთ. როგორიც არ უნდა იყოს ჯარიმა – მე შვილის ოცნება ავასრულე“, – დაამატა აბულხაიროვმა.

ამ მატჩში რონალდომ გოლიც გაიტანა, თუმცა „იუვემ“ 2:3 წააგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები