LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 კლუბი, რომლებმაც 10 წელიწადში ყველაზე მეტი იშოვეს ტრანსფერებით

99
1562182860936

ბოლო წლებში სატრანსფერო ბაზარი არნახულად გაიბერა და ზოგიერთმა ამით გვარიანი ფული იშოვა.
გადავხედოთ Transfermarkt-ის მონაცემებს 2010/11 წლების სეზონიდან ახლახანს დასრულებული სატრანსფერო ფანჯრით და ვნახოთ ვინ ჩააჩხრიალა ბიუჯეტში მილიონები.

ჯერ გადავხედოთ საერთო სიას:

ბენფიკა – ტრანსფერებით ნაშოვნია 953 მლნ ევრო

კლუბები, რომლებმაც ტრანსფერებზე ყველაზე მეტი დახარჯეს

ექსვეულშია სამი ესპანური გრანდი და არ არის პსჟ.


ატლეტიკო – 952 მლნ ევრო
მონაკო – 911 მლნ ევრო
ჩელსი – 874 მლნ ევრო
რომა – 791 მლნ ევრო
იუვენტუსი – 786 მლნ ევრო
ბარსელონა – 755 მლნ ევრო
რეალი – 708 მლნ ევრო
ლივერპული – 702 მლნ ევრო
პორტო – 692 მლნ ევრო

 

ბენფიკა

კლუბი, სადაც ჭკვიანურად მართავენ, ხოლო ჟოაო ფელიქსის ტრანსფერი საერთოდ უძვირესი გამოდგა გასულ ზაფხულს. ლისაბონელებმა ფული საკუთარი აღზრდილებით იშოვეს. მათ შორის არიან ბერნარდო სილვა, რენატუ სანჩესი, ლინდელოფი, გედეში და ედერსონი. კლუბი სამხრეთ ამერიკაშიც პოულობს ნიჭიერ ბიჭებს, ასე აღმოაჩინეს დი მარია და დავიდ ლუისი და მერე სარფიანად გაყიდეს.

 

ატლეტიკო

მადრიდელებმაც კარგი ფული იშოვეს, მაგრამ თვითონაც საკმარისად ხარჯავენ.
წელს კი „ათლეტებმა“ დიდ ფულად გაუშვეს გრიზმანი (ბარსელონა – 120 მლნ), ლუკა ერნანდესი (ბაიერნი – 80 მლნ) და როდრი (სიტი – 70 მლნ).

ამ ათწლეულში „ატლეტიკომ“ სამი მაგარი თავდასხმელიც გაყიდა და 130 მილიონი იშოვა. ესენია რადამელ ფალკაო, დიეგო კოშტა და სერხიო აგუერო.

 

მონაკო

ღირსეულად უკავია მოწინავე პოზიციები. ძირითადი ფული იშოვეს კილიან მბაპეს, ტომა ლემარის, ბენჟამენ მენდის, ბერნარდო სილვას, ფაბინიოს და ტემუე ბაკაიკოს ტრანსფერებიდან (თითქმის 400 მლნ).

 

პრემიერლიგის კლუბები

ტოპ 10-ში ორი კლუბი შევიდა – „ჩელსი“ და „ლივერპული“ (კოუტინიო, ლუის სუარესი, რაჰიმ სტერლინგი, ფერნანდო ტორესი). ოცეულში აღმოჩნდნენ „ტოტენჰემი“ (მე-13 ადგილი) და „საუთჰემპტონი (მე-19). დანარჩენები, „არსენალის“ გარდა (26-ე) 30-ეულშიც არ შედიან.
შედარებისთვის, ტოპ 20-ში 6 იტალიური კლუბია (რომა, იუვენტუსი, ინტერი, ჯენოა, ნაპოლი და უდინეზე).

 

სხვები
ისეთ დიდ კლუბებს, როგორებიცაა „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ ფული მსხვილი ტრანსფერებიდან შეუვიდათ – პოგბა, რონალდო, ნეიმარი.

 

ზაფხულის ყველაზე ძვირი ტრანსფერები: მცველები რეკორდსმენები არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები