მარიკა თხელიძე

მარიკა თხელიძე –  1988 წლის 12 მარტს დაიბადა

მომღერალმა კერძო სკოლა, „იავნანამ რა ჰქმნა“ დაამთავრა. პარალელურად ანასტასია ვირსალაძის სახელობის მუსიკალური ათწლედში, ფორტეპიანოსა და ვოკალის განხრით სწავლობდა. ის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

გოგონას დებიუტი 3 წლის ასაკში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში შედგა. 2003 წელს მისი პირველი ალბომი „Just Try“ გამოვიდა. ორი წლის შემდეგ კი, აჭარა მუზიკლ-ჰოლში სოლო-კონცერტი – პროექტი „კოსმოპოლიტენი“ გამართა, რომელიც მსოფლიო ხალხთა ფოლკლორის საერთო ნაზავს წარმოადგენდა.

მომღერალმა უამრავ სატელევიზიო მუსიკალურ გადაცემაში, კონცერტებში, ფესტივალებსა და კონკურსებში მიიღო მონაწილეობა. ესენია: 2000 წელს რუსეთში, მოსკოვში – კონკურსი „აანთე ვარსკვლავი“ – პირველი ადგილი; ბელორუსია, ვიტებსკი, ფესტივალი „სლავიანსკი ბაზარი“ – ჟიურის წევრი; უკრაინა, ოდესა, ფესტივალი „სლავიანსკი ბაზარი“ – გრან-პრი; 2001 წელს უკრაინა, კიევი, ფესტივალი „სლავიანსკი ბაზარი“ – გალა-კონცერტის მონაწილე; რუსეთი, მოსკოვი, კონკურსი „დილის ვარსკვლავი“ 2001 წლის გამარჯვებული; 2002 წელს, ბულგარეთი, სოფია – კონკურსი „მილიონი საოცრება“ – გრან-პრი; იტალია, ნოვარა, ფესტივალი „ ბრავო ბრავისიმო“  – ლაურეატი საუკეთესო ვოაკლისთვის და პროფესიონალიზმისთვის; ამერიკა, ლოს-ანჯელესი, „მსოფლიო ჩემპიონატი ხელოვნების ყველა დარგში“ ჰოლივუდში – აბსოლუტური ჩემპიონი, 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის, გრან-პრის მფლობელი.

მომღერალმა 2003 წელს ნიუ-იორკში, თეატრში „მილენიუმი“ გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ბასა ფოცხიშვილის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი „Just Try“, რომელიც ომის თემას შეეხება შემდეგი ფესტივალების გამარჯვებულია: 2003 წ. გერმანია – ბერლინის საერთაშორისო კინო-ფესტივალი „ბერლინალე“; კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალი; 2004 წ. ამერიკა, ნიუ-იორკი, რიალ-ვენუს ფილმ-ფესტივალი; 2005 წ. ბერლინ-პარიზის ყოველწლიური ფესტივალი; 2006 წ. იტალია, ტრიესტე ფილმ-ფესტივალი, სადაც ფესტივალის სარეკლამო რგოლი ეს ვიდეორგოლი და სარეკლამო სახე თავად მომღერალი გახდა.  მისი ერთერთი ჰიტია „ქვეყანა აირია“, რომელიც დუეტში სოსო თოლორაიასთან ერთად შეასრულა და ვიდეორგილმაც განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია .

2008 წელს მარიკამ კონტრაქტი LTD „ALMINA GROUP“-თან გააფორმა, რის საფუძველზეც ევროპის ქვეყნებში კონცერტები გამართა.