LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეხე ისტორიას წინანდალში

30
Tsinandali museum

თანამედროვე ქართული მეღვინეობის ისტორია წინანდლის მამულებიდან იღებს სათავეს.

თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ მიწაზე  კახეთში,მდინარე კისისხევის მხარეს სასახლე, კარის ეკლესია და უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი ააშენა ,პირველი ბოთლის ღვინოც კერძოდ – კი საფერავი, 1841 წელს ცნობილმა ქართველმა პოეტმა და რომანტიზმის ფუძემდებელმა ჩამოასხა.

ასევე შეაგროვა ევროპული ღვინის კოლექცია, რომელთა დიდი ნაწილი 1841 წლის საფერავთან ერთად დღემდე  ინახება წინანდლის ენოთეკაში.

თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს წინანდლის მამული ერთის მხრივ აგრძელებდა ქართული მეღვინეობის უწყვეტ, რვაათასწლოვან ტრადიციას და მეორეს მხრივ, თანამედროვე მიდგომის ახალ სტანდარტს  ამკვიდრებდა.წინანდლის აღდგენის პროექტმა, რა თქმა უნდა, ქარხნისა და ვენახების რეაბილიტაციაც მოიცვა და  განახლებული წინანდლის მამულის ღვინო მსოფლიო ბაზარს დაუბრუნდა. ტრადიცია გრძელდება იმითაც, რომ წინანდალი, ქვევრის ღვინოსთან ერთად, აწარმოებს კლასიკური ევროპული ტექნოლოგიით შექმნილ ღვინოს, თავად ალექსანდრეს მიდგომას ინარჩუნებს და აქ ეს ორი მიმდინარეობა კვლავაც თანაარსებობს Silk Road Group -ის მეშვეობით.

წინანდლის მარნის მთავარი ღირსება მასში არსებული კლიმატისა და ტენიანობის  ბალანსია-სწორედ ეს მიკროკლიმატია იდეალური ღვინის დაძველება-შენახვისათვის.

ვენახი შემოსაზღვრულია ორი ხევით და ტყით და ის რასაც მეღვინეობაში

ტერუარი ჰქვია, აქ მართლაც განსაკუთრებულია.

წინანდლის მამულის ვენახში 11 ქართული ჯიშის ვაზია. ესენია: საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი, უსახელოური, ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, თეთრა და ოჯალეში.

მათ  სახელოვან ღვინოთა შორის არის კლასიკური, ხანგრძლივი დაძველებისთვის განკუთვნილი საფერავი და ლაღი, თამამი „როზე“; პირველი ევროპული ტიპის ღვინო საქართველოში – წინანდლის „ წინანდალი“ და ტრადიციული კახური ქვევრის ღვინოები.

ყველაფერი, რასაც ღვინის შესაქმნელად იყენებენ, იქნება ეს ქართული ქვევრი, ფრანგული მუხის კასრები, თუ იტალიური მანქანა-დანადგარები, ექსკლუზიურად წინანდლის მამულისთვის არის წარმოებული.

ბაზარზე დღესდღეობით  11  სახეობის ღვინო  აქვთ  წარმოდგენილი. ესენია:„წინანდალი“, მშრალი, მუხაში დაძველებული „საფერავი 2014“,ნახევრად ტკბილი „საფერავი“, „საფერავი“ –  რეზერვი,„საფერავი“ როზე „ნათელა“,„ნინო“, „ 9“,„ქისი“, ქვევრის „ხიხვი“ და  ქვევერის „მწვანე“.

 

წინანდლის მამულის ტერიოტერიაზე ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია მოინახულოს თავად ჭავჭავაძეების დროს გაშენებული უნიკალური პარკი და  დაათვალიეროს ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული სახლ-მუზეუმი სადაც წინანდლის მამულის ცნობილი ღვინოების დაგემოვნება და შეძენაა შესაძლებელი. წინანდლის მამულის ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფის მიერ აშენდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, „რედისონ კოლექშენის“ სასტუმრო, სადაც პირველ სტუმრებს დეკემბერში მიიღებენ,ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის მამულში-წინანდლის საერთაშორსო კლასიკური მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, ფესტივალი ორ კვირას გასტანს და მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალზე დასწრების საშუალება მიეცემათ როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები