LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინაიდან 20 წლის იუბილეა, ამ კონცერტზე განსაკუთრებით ვიმუშავეთ. ასეთი რამ ჯერ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა” – 20 მაისს ლექს-სენის კონცერტი გაიმართება

6
ლექსსენი

12 მაისს რადიო “არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას “რადიო დუეტი” რეპერი ლექსსენი სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე და 20 მაისს დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერების “ისევ ისეთი” და “უშენოდ” პრემიერა შედგა.

ლექსო, ვისაუბროთ შენს შემოქმედებაში არსებულ სიახლეებზე და 20 მაისს დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე.

ნამდვილად ბევრი სიახლე გვაქვს. ბევრი რაღაც გადავდეთ გვერდზე და დავიწყეთ ამ კონცერტისთვის მზადება. ეს კონცერტი რომ დავგეგმეთ, არც მახსოვდა, რომ 20 წლის იუბილე ემთხვეოდა. ძალიან დიდი შემართებით ვაკეთებთ, ძალიან მაგარი კონცერტი იქნება. კიდევ ერთ-ერთი სიახლე გახლავთ ის, რომ მინდოზამ ჩემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმი უკვე დევს “იუთუბ” არხზე და მასში ბევრი ისეთი კადრია, რაც მეც არ მინახავს.

როგორია კონცერტის პროგრამა, ახალ სიმღერებს თუ მოისმენს მსმენელი?

ზოგადად, მე ყოველთვის სრულყოფილი პროგრამა მაქვს ხოლმე, მაგრამ ვინაიდან 20 წლის იუბილეა, ამ კონცერტზე განსაკუთრებით ვიმუშავეთ. ასეთი რამ ჯერ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. გვექნება 30 ტრეკი, ანუ მხოლოდ ჩემი პროგრამა იქნება მინიმუმ 2 საათიანი. ფეიჯზე ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ რომელ სიმღერას მოისმენდნენ კონცერტზე და რომ დავაჯამეთ, 30 სიმღერა გამოვიდა. პროგრამაში არის რამდენიმე ახალი სიმღერა, რომელიც ძალიან კარგად მიიღეს და უყვართ. კონცერტზე იქნება ახალი სიმღერები, გამიქსული, ენერგიული ვერსიები და ყველა ძველი სიმღერა, რომელიც ჰიტია. ბილეთები იყიდება tkt.ge -ზე.

როგორი იყო ეს 20 წელი შენთვის? შენი კარიერის დასაწყისიც გავიხსენოთ

მე კი თითქოს ისევ ისეთი ვარ, მაგრამ ეს 20 წელი გაქცეულა. თითქოს, ერთი თვალის დახამხამებასავით იყო. ძალიან ეპოქასავით არის, ბევრი რაღაც მოხდა, ბევრი რაღაც გაკეთდა, ბევრი თაობა წამოვიდა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო “ქვა” დავდეთ მე და ჩემმა მსმენელებმა.

როგორ შეაფასებ რეპერების ახალ თაობას, რა მდგომარეობაა დღეს ამ მიმართულებით? როგორც იცით, მე ყველაფერს სხვა გადმოსახედიდან ვუყურებ და არ ვუყურებ ბანალურად. მე იმის და იმათი მომხრე და გულშემატკივარი ვარ, ვინც, ასე ვთქვათ, ჩემს გზას გაივლის, ანუ მიზანმიმართულად ეცოდინება რას აკეთებს, ვინც შედეგს დადებს. ბევრი სერიოზულად არ აღიქვამს იმას, რასაც აკეთებს და ჰობის დონეზე აქვს.

რჩევებისთვის თუ მოგმართავს ახალი თაობა?

კი, რა თქმა უნდა. ბევრთან კარგი პროექტები, დუეტებიც გავაკეთე, კონცერტებზეც ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ბევრი ცოტა მარტივად უყურებს ამ ყველაფერს.

ვისაუბროთ შენს სიმღერაზეისევ ისეთი” , რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

სხვათა შორის, ტექსტი ძალიან სიმბოლურია. ფროდაქშენი და ყველაფერი ჩემია.

საზაფხულო გეგმები როგორია, უკვე დაგეგმილი გაქვს კონცერტები?

ამ კონცერტის მერე დასავლეთისკენ გადავინაცვლებთ. უკვე წინასწარ არის გაწერილი ყველაფერი. სეზონი გაცილებით ადრე იწყება და ძალიან ბევრი კონცერტისთვის ვემზადებით.

დღეს კიდევ ერთი სიმღერის, “უშენოდპრემიერა გვაქვს, ვისაუბროთ ამ ნამუშევარზე.

ეს არის დუეტი ჩემს მეგობართან, ჩემს ბექვოკალთან, ნატალისთან. ამ სიმღერას ადრე ბიგ თიკო მღეროდა და ნატალის სულ ვეუბნები, რომ ბიგ თიკომ ისე გააჰიტა ეს სიმღერა, რომ მას არ აქვს უფლება, ნაკლებად შეასრულოს. მაგარი გამოვიდა, ცოტა ლათინო სტილში გავაკეთეთ. საზაფხულო ჰიტია.

 

ლექსსენი – ისევ ისეთი

 

ლექსსენი & ნატალი – უშენოდ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლექსსენი. ვიდეოკოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები