LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძველესი პროფესია – მეღვინეთუხუცესი

50
natia_2_DHkY6Zs

მევენახეობის როლი ქვეყნის ეკონომიკაში ყოველთვის მნიშვნელოვანი გახლდათ, განსაკუთრებით კი შუა საუკუნეებში.

 

შესაძლებელია ამ შემთხვევაში დიდძალი წერილობით მონაცემების ქვეშ ვექცევით, ამის შესახებ მრავალი ცნობა გვაქვს. ისტორიაზე საუბრისას კი მხოლოდ არქეოლოგიურ მონაცემებს ვეყრდნობით, მაგრამ ფაქტი არსებითია. ერთი რამ ცხადად ჩანს, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ღვინო ყოველდღიური საარსებო პროდუქტია საზოგადოების ყველა ფენისთვის. მისი განსაკუთრებული პოპულარობა აუცილებლობით რომ იყო ნაკარნახევი, ცალკე სამსახურის ტანაც მრავალსაფეხურიანის, ჩამოყალიბებითაც თვალნათელია.

სამეფო კარზე მეღვინეთუხუცესის პროფესია ისეთი გავლენიან რეგალიად ითვლებოდა, როგორიც – მეჭურჭლეთუხუცესი და ვაზირთუხუცესია.

საქართველოში შუა საუკუნეები თამამად შეიძ₾ება ჩაითვალოს მევენახეობა – მეღვინეობის განვითარების უმაღლეს საფეხურად.

მარნების სიმრავლე ჩვ.წ. მესამე მეოთხე საუკუნეებიდან, განსკაუთრებით კი მეოთხე საუკუნიდან, ქრისტიანობის გამრავლებას უკავშირდება. ქვევრები ამ დროისთვის ძირითადად ერთი ტიპისაა – ზომიერად მუცელგაბერილი, ვიწრო ბრტყელ ძირზე, ირგვლივ თოკის ორნამენტით ან ვიწრო სარტყელით. ყელი მაღალი აქვს, პირი შედარებით ვიწრო. ქვევრები პირამდე მიწაში იჯდა. გამონაკლისს შეადგენდა მხრებამდე ჩადგმული ქვევრები. საყურადღებოა, რომ ზოგიერთ ქვევრს ძირი გახვრეტილი ჰქონდა, არსებობს ვარაუდი რომ მსგავსი ტიპის ქვევრები მარცვლეულისთვის გამოიყენებოდა.  ზოგიერთ ქვევრზე ჯვრები გვხვდება ამოჭრილი, რაც ეკლესიისადმი მის კუთვნილებაზე მიუთითებს.

მეათე – მეთოთხმეტე საუკუნეებში გრძელდება დიდი მარნების ფუნქციონირება, რასაც ადასტურებს დმანისის ნაქალაქრი და რუსთავში, გარეჯსა და ვარძიაში აღმოჩენილი საწნახელები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები