LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ რაიმე პატრიოტული არსებობს ჩემში, ამ სიმღერით მინდა გადმოგცეთ“ – ზურა მახნიაშვილის სიმღერის პრემიერა

23
zura-maxniashvili-gvino-duduki-qalebi

ლაშა რამიშვილის საავტორო  გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები” სტუმარი  მუსიკოსი ზურა მახნიაშვილი იყო. „ქართული შოუბიზნესის ლეგენდა” – ასე შეაფასა წამყვანმა სტუმრის შემოქმედება, რომელიც უკვე 32 წელს და 4000-მდე სიმღერას ითვლის.

გადაცემის ფარგლებში ზურა მახნიაშვილის 2009 წელს შექმნილი პატრიოტული სიმღერის პრემიერა შედგა, რომელიც გარდაცვლილ ჯარისკაცებს ეძღვნება და ქართული შოუბიზნესის მამაკაცი ვარსკვლავები ასრულებენ.

ზურა მოდი გავიხსენოთ შენი კარიერის საწყისები, საიდან და როდის დაიწყო ყველაფერი?

90-იან წლებში რაც ნამდვილად დეფიციტი იყო, ეს იყო სტუდიები, ერთადერთი სტუდია იყო მელოდია” ერქვა, სივრცით და სტუდიით ნამდვილად უმაღლესი დონის და ეს იყო პლატფორმა, სადაც ყველაფერი საუკეთესო იქმნებოდა. მე 18 წლის ვიყავი იმ პერიოდში, ჯაზური განათლება მქონდა, ალექსანდრე ბასილაიამ მომაქცია ყურადღება, ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში საჩუქრად გადმომცა ინსტრუმენტი სინთეზატორი, რომელიც ძალიან ძვირადღირებული იყო იმ დროისთვის. დაუვიწყარია ჩემთვის მასთან ურთიერთობა. ყველა გზა გაიხსნა ამ ინსტრუმენტის ჩუქების შემდეგ ჩემთვის. თვეში 10 სიმღერა კეთდებოდა, 32 წელია ვმუშაობ და 4000 მდე ავედი…

გაიხსენე პირველი სიმღერა, რომელიც შენი შექმნილია?

1995 წელს დაიძრა ფესტივალი მანა” და მისი ჰიმნი ჩემი გაკეთებულია, ზაზა შენგელიამ უდიდესი საქმე გააკეთა ამ ფესტივალის შექმნით. აქედან დაიწყო პომპეზური ეპოქა. მახსოვს მე ვუკეთებდი ყველა მომღერალს სიმღერას რომელიც ფესტივალებზე გაჰქონდათ.

რუსა მორჩილაძესთან კოლაბორაცია იყო ძალიან ნაყოფიერი, ჩვენს შემოქმედებაში ორივემ მაქსიმუმი ვაჩვევენეთ 1997 წლიდან 2010 წლამდე, შემდეგაც უამრავი რამე გავაკეთეთ, მაგრამ ის წლები დაუვიწყარია. 20-25 სიმღერა გავაკეთეთ გიო ხუციშლთან ერთად ორი წლის განმავლობაში, რომელიც მჯერა დარჩება, ხალხს ემახსოვრება და ეყვარება მუდამ.

სიმღერის პრემიერა გვაქვს, შოუბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავების შესრულებით, მოგვიყევი მისი შექმნის ისტორია?

2009-ში გაკეთდა ეს სიმღერა, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, იმ დროს ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, იტრიალებდა თუ არა სადმე ამაზე არ გვიფიქრია, დღემდე  მოგვყვება ეს ტკივილი, თუ რაიმე პატრიოტული არსებობს ჩემში, ამ სიღერით მინდა გადმოგცეთ, გარდაცვლილ ჯარისკაცებს მივუძღვენით. მუსიკა და არანჟირება ჩემია, ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძე. ასრულებენ გიო ხუციშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ბესო კალანდაძე, ალეკო ბერძენიშვილი, ჯგუფი სეიშენი”, ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი , ზურა დოინჯაშვილი, მერაბ სეფაშვილი და ალეკო ჭოტაშვილი.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

უამრავი პროექტებია, ზოგი პროექტი წელიწადზე მეტს გრძელდება და გვირჩევნია ხოლმე არ გამოვაჩინოთ, ასე რომ დაველოდოთ…

დიდი მადლობა მობრძანებისთვის …

 

ქართული ესტრადის ვარსკვლავები – საქართველო გაბრწყინდება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ზურა მახნიაშვილი – ღამეა. Live

 

ზურა მახნიაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები