LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ახალი თაობისთვის აქტუალური ხარ, ე. ი საინტერესო რაღაცას აკეთებ” – კახა გრიგალაშვილი

12
kxa-grigalashvili

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის ღვინო დუდუკი ქალები” სტუმარი ქართული ხმების სოლისტი და ხელმძღვანელი კახა გრიგალაშვილი იყო,  რომელმაც ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მოგესალმები კახა, მე მახსოვს „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში”,  რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოყვა, ფილარმონიაში შესრულდა პირველად, დათო კიკაბიძე იყო სოლისტი…

„ქართული ხმების”ძველ თაობას 1995-86 წლებში ჩაეყარა საფუძველი, 1996 წლიდან კი ჩვენც შევუერთდით და დავიწყეთ სიმღერა. რევაზ ლაღიზის არაჩვეულებრივი ნაწარმოები გემრიელად მოირგო დათომ, თავისებურად შეასრულა და როგორც მის, ასევე „ქართული ხმების რეპერტუარში” ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერაა, ბევრი წელია ხალხს ახსოვს და უყვარს, ჩვენ ჩვენებურად ვიმღერეთ. ვმოძრაობთ, არ ვჩერდებით, ექსპერიმენტებს არ ვერიდებით, სანამ ტაშს დაგიკრავენ ვიქნებით სცენაზე და თუ აღარ დაგვიკრეს მივხვდებით და ჩამოვალთ სცენიდან.

სოლოკონცერტი, რომელიც ძალიან მაშტაბურად ჩატარდა ფილარმონიაში, ყველა სიმღერა ცოცხლად შესრულდა, რამდენად რთული იყო მუშაობის პროცესი?

23 სიმღერა შევასრულეთ,  ზღვა სამუშაო გავწიეთ, მით უმეტეს ძიების პროცესში ვართ სულ, არ გვინდა განვმეორდეთ, როდესაც სოლოკონცერტს აკეთებ, გინდა რომ სიახლე შესთავაზოთ მსმენელს. თუ როგორ გამოგვივიდა ეს უკვე მსმენელმა განსაჯოს. ამ კონცერტს ერთვოდა ალბომი, ორი დისკისგანს შემდგარი სტუდიური ნამუშევარი,   დიდი სამუშაო გასწიეს პეკემ, მიშა მდინარაძემ, ზვიად ბოლქვაძემ, რომა რცხილაძემ ყველას დიდი მადლობა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

ძველი თაობა კრიტიკულად უდგება ხოლმე ჩვენს მოქმედებებს, თქვენს შემთხვევაში თუ ავლებენ ხოლმე პარალელებს?

მაგათ დროს რომ იყო იმისთანა უნდა, მართლაც ასე იყო, მაგრები იყვნენ და არიან. მე ვფიქრობ, რომ დღეს უფრო რთულია წინ წასვლა ვიდრე უწინ, ისინი პირველები იყვნენ, მსგავსი არაფერი არსებობდა, დღეს უკვე მილიონი ანსამბლი, კვარტეტი, ტრიო არსებობს ერთნაირი რეპერტუარით, კონკურენცია დიდია, რთულია ახლის ძიებაც და გაკეთებაც.

რამდენი გასტროლი გაქვთ დაგეგმილი, მოგვიყევი ამის შესახებ?

მაისის თვე გვაქვს ხოლმე ძალიან დატვირთული, როგორც აქ, ასევე საზღვრებს გარეთ. 26 მაისი ჩვენი დამოუკიდებლობის დღეა და კონცერტით აღინიშნება,  შემდეგ რომელიმე საელჩო აუცილებლად გვეპატიჟება, ჩვენც ჩავდივართ და გვაქვს საშუალება ჩვენს ემიგრანტებს მივეფეროთ. მივედინებით, არ ვჩერდებით.  მთავარია მომავალმა თაობა მოუსმინოს ამ ყველაფერს, მთავარი აქცენტი ამაზე კეთდება, რადგან ეს მოცემულობა როგორც ქართული სიმღერისთვის ასევე ჩვენი შემოქმედებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ახალი თაობისთვის აქტუალური ხარ, ესე იგი საინტერესო რაღაცას აკეთებ. გვინდა დავეწიოთ დროს, პატარა ბიჭები აღარ ვართ, 23 წელია სცენაზე ვდგავართ, ”უნივერსიტეტიდან” ”ქართულ ხმებამდე” როგორც გვეძახიან.  ვცდილობთ არ დავკარგოთ ჩვენი ნიშა და გავახაროთ ჩვენი მსმენელი.

დღეს სიმღერის პრემიერა გვაქვს, „პოპური” , მოგვიყევი ამ პროექტზე?

პოპური” ახალ გამომცხვარია, ეს არ არის ახალი სიტყვა, მაგრამ ამ სიმღერების ერთობლივობა სიახლეს წარმოადგენს. მინდა აღვნიშნო მერაბ სეფაშვილის წვლილი და ღვაწლი, პირველად მის სოლოკონცერტზე შევასრულეთ, მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა და გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა. მადლობა დათო მაზანაშვილს, რომელიც არანჟირების ავტორია, სანო სტუდიაში”  ჩაიწერა, სანოს და ერიკას ერთობლივად დიდი მადლობა.

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებ…

 

ქართული ხმები – პოპური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ქართული ხმების სოლისტი კახა გრიგალაშვილი სტუმრად გადაცემაში “ღვინო დუდუკი ქალები”

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები