LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენთან მოვიტანე ახალი სიმღერა“ – ჯაბა მესტვირიშვილი

12
jaba-mestvirishvili-dueti-19

გადაცემას „ღვინო დუდუკი ქალები“ მომღერალი ჯაბა მესტვირიშვილი ესტუმრა, რომელმაც ბაქოს გასტროლზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემის ფარგლებში მისი ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

ვიცი რომ ბაქოში დიდი გასტროლები გქონდა, სანამ ამ ყველაფერზე ვისაუბრებდეთ მანამდე მინდა გვესაუბრო პირველ ნაბიჯებზე

მოგეხსენებათ მე ვარ სოფელ ნორიოდან, იქ მყავდა პირველი პედაგოგი, ივერიის სოლისტი ამირან ბოჭორიშვილი, შემდეგ გადავედი ლახტში რობერტ ბარზიმაშვილთან, ასევე ჩავაბარე საესტრადო სასწავლებელში, სადაც შურკა ჯანელიძე მასწავლიდა და ბოლოს ვიყავი თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონ გივი წულუკიძესთან. 2000 წელს გავხდი სახელმწიფოს ფილარმონიის სოლისტი , 2001 წელს კი ესტრადის ლაურეატი.

ჯაბა შენ ყოველთვის ლაივ მომღერლად მოიხსენიები ხოლმე, ძნელია?

ძალიან ძნელია, ყოველდღიურად იმღერო ცოცხლად, აქ არ არის საუბარი 2 ან 3 სიმღერაზე, მიწევს ძალიან ბევრი სიმღერის შესრულება, ზოგადად ერთი კონცერტის მასალაა მთლიანობაში.

გვესაუბრე ბაქოს გასტროლზე

მე ვიყავი ბაქოში, ქართულ რესტორან „ახალ თბილისში”, სადაც ძალიან კარგი ადამიანები დამხვდნენ. ძალიან მინდა ჩემს ემიგრანტებთან  ჩავიდე  და რაიმე კონცერტი გავაკეთო, მარტო არა, თუნდაც რამოდენიმე მომღერალმა.

არის შემოთავაზება, რომ ისევ დაბრუნდე იქ?

შემოთავაზება ძალიან ბევრგანაა, თუმცა გამიძნელდა ჩემი ქვეყნის გარეთ ყოფნა.

სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრე

ვწერ ახალ სიმღერებს, სურვილი მაქვს ალბომი გამოვუშვა. ბოლოს დაწერილი სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ჩემია, თუმცა მანამდე რასაც ვმღეროდი „ჩვენთან არს ღმერთი” არის ნუგზარ თუშიშვილის არაჩვეულებრივი კომპოზიტორის.

თქვენთან მოვიტანე ახალი სიმღერა, რომელიც ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა ზე სტუდიაში, ერთად მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ ეს სიმღერა. სოლო გიტარა დაადო გელა ვარდიძემ. სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ჩემია.

 

ჯაბა მესტვირიშვილი – ვერ გაპატიებ

 

გადაცემის აუყდიოჩანაწერი

 

ჯაბა მესტვირიშვილი – მზე ჩემი კარგი მეგობარია. Live

 

ჯაბა მესტვირიშვილი – პაემანი ვერაზე. Live

 

ჯაბა მესტვირიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები