LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ღვინო საუკეთესო ხალხისთვის

32
48359912_484952251911167_78201922711977984_n

საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს.

ეს მხოლოდ წოდება არ არის – ის რომ ღვინის სამშობლოდან ხარ ავტომატურად უამრავ სასიამოვნო ვალდებულებას გულისხმობს  და თუ მეღვინეობა შენი ცხოვრების სტილი ხდება სხვა გზა არ გრჩება – უნდა შექმნა საუკეთესო და თან საუკეთესო ხალხისთვის.

სწორედ ამ სლოგანით გამოჩნდა სამი წლის წინ ბაზარზე ჩიგოგიძე ვაინსი.

პრემიუმ ხარისხის ღვინო, ღვინო რომლის დაგემოვნების შემდეგ მხოლოდ ერთი ფრაზა მოგივათ თავში – ის თქვენთვის შექმნეს, თქვენ ხასიათს მოარგეს და ზუსტად იმ სიტუაციისთვის რა დროსაც ბოთლი გახსენით და  გამორჩეული ბუკეტისა და  გემოვნური თვისებების  ახალი სამყარო აღმოაჩინეთ : გორულ მწვანესა და ჩინურთან, ალუბლის ღვინოსთან, ალექსანდროული – მუჯურეთულთან, ქვევრის წარაფთან თუ საფერავი რეზერვთან ერთად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გორული მწვანესა და ჩინურის კუპაჟი ჩიგოგიძე ვაინსის ექსკლუზივია – ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმა.

ძალიან მალე არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება რადგან კომპანია ქვევრის ქისისა და ქვევრის ხიხვის წარმოებას გეგმავს – მეღვინე გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით.

მათი მიზანს წარმოადგენს ყურძნის ისეთი იშვიათი ან დაკარგული ჯიშების აღორძინება და პოპულარიზება, როგორიც არის თავკვერი, შავკაპიტო და ჩინური. ამ მიზნის მისაღწევად ყიდულობენ მიწებს, რომლის ნიადაგი და გეოგრაფიული მდებარეობა იდეალურად შეესაბამება ვაზის აღნიშნულ ჯიშებს.

ჩიგოგიძის ღვინის , ისევე როგორც ბევრი ადგილობრივი ღვინის მწარმოებლის ისტორია, იწყებოდა ხმაურიანი ოჯახური სუფრებით და შინაური არომატული ღვინის დაგემოვნებით.

ღვინოს ოჯახში ათწლეულების განმავლობაში ამზადებდნენ. აგროვებდნენ და ინახავდნენ ღვინის დაყენების უძვირფასეს ძველებურ რეცეპტებსა და საიდუმლოებებს,

წლიდან წლამდე ითვისებდნენ ნედლეულის შერჩევისა და ტექნოლოგიების თავისებურებებს. დროთა განმავლობაში ღვინოებმა ლოკალური მომხარებლის ნდობა დაიმსახურა.

კომპანიის დამფუძნებელმა ზურა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა წლების განმავლობაში დაგროვილი, მის  ხელთ არსებული ინტელექტუალური რესურსი ღვინის დამზადებისა რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა გაეცნო ფართო საზოგადოებისთვის და საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი პოპულარიზაციაში. ასე დაიბადა ღვინის მარნის გახსნის იდეა კავთისხევში.

აწარმოებენ  კლასიკურად დავარგებულ ღვინოებს და ჭეშმარიტად ქართული ხასიათის მქონე ქვევრის ტრადიციულ ღვინოს. განსაკუთრებული ყურადღება უძველესი რეცეპტურის შესაბამისობას ეთმობა, ასევე იყენებენ თანამედროვე და ტექნოლოგიურ დამხმარე მოწყობილობასა და ტარას – რაც, მათი რწმენით, იმის საწინდარია, რომ ღვინო თავის გემოს და არომატს შეინარჩუნებს.

ღვინო 6 თვის განმავლობაში ქვევრში ტრადიციული მეთოდით ვარგდება ხოლო 5 თვე ფრანგულ და ამერიკულ კასრებში რომელიც ექსკლუზიურად ჩიგოგიძე ვაინსის შეკვეთით არის დამზადებული.

ჩიგოგიძე ვაინსისთვის ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტია, სწორედ საკუთარი საქმის სიყვარულმა და სწორმა მიდგომამ განაპირობა ზურა ჩიგოგიძის იდეის და მისი გუნდის წარმატება, მრავალი ჯილდო თუ აღიარება როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სულ მალე შესაძლებელი გახდება ჩიგოგიძის ღვინოების მრავალფეროვნების შეფასება და თქვენთვის სასურველი ღვინის შეძენა, ქართული საავტორო სამზარეულოს სამყაროში ჩაფლობა და ჩვენი უძველესი კულტურული სიდიდეებით მოხიბვლა.

სადეგუსტაციო ცენტრი, რესტორანი და ღვინის საფირმო მაღაზია გაიხსნება თბილისის შუაგულში მდებარე ორბელიანების შუა საუკუნეების კოშკში. ისევე, როგორც მათი ღვინოები, კოშკიც ინახავს საქართველოს უძველეს საიდუმლოებებს და კომფორტის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.სულიერი დასვენების საშუალებას იძლევა, ხოლო სხეულს კი ენერგიით მუხტავს.

ხოლო კახეთში კერძოდ ხაშმში რომელიც უნიკალური მიკროზონაა მევენახეობისთვის, ჩიგოგიძე ვაინსი 25 ჰექტარ ვენახს ფლობს, ღვინის მოყვარულებს სულ ცოტა ხანში აღმოსავლეთ საქართველოს გამორჩეული ხედებით ტკბობა, ჩიგოგიძეების შატოში კომფორტულად დასვენება, ღვინის დაგეუსტაცია და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება  კომპლექსურად შეეძლებათ. სასტუმროში  სხვადასხვა ტიპის 50 ნომერი და 150 კაცზე გათვლილი სარესტორნო სივრცე დაგხვდებათ, ტრადიციულ მარანთან და უნიკალურ ღვინოებთან ერთად – საუკეთესო ღვინო საუკეთსო ხალხისთვის – ჩიგოგიძე ვაინს!

https://www.facebook.com/chigogidzewines/videos/221198078817996/?t=3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები